მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ელექტრონული
საბუთების და ბიო-ჩიპების იმპლანტირების წინააღმდეგ





მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ხელისუფლებას მოუწოდა იმ ადამიანთა უფლებების დაცვისაკენ, რომლებიც უარს ამბობენ ИНН-ზე (გადამხდელთა იდენტიფიკაციის ნომერი) და ადამიანის შესახებ ინფორმაციის შემცველ სხვა ტექნოლოგიურ საშუალებებზე.

ზემოთ ხსენებული მოქალაქეები აღმოჩნდებიან მოკლებულნი შესაძლებლობას მიიღონ სამედიცინო დაზღვევა, პენსია და სხვა გადასახადები, მოეწყონ ახალ სამსახურში, ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები, განახორციელონ ნოტარიული ქმედებები ქონებასთან დაკავშირებით, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, შეიძინონ სამგზავრო დუკუმენტები და ა.შ. აღნიშნა პატრიარქმა თავის წერილობით მიმართვაში ვლადიმერ ლუკინის მიმართ, რომელიც რუსეთის ფედერაციაში უფლებამოსილი პირია ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში.

ამ ადამიანთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ მართლმადიდებლები, რომლებიც შიშობენ, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს პიროვნების ტოტალურ იდეოლოგიურ და სხვა ტიპის კონტროლთან. მოვლენათა ამგვარი განვითარება სრულიად დასაშვებია, რადგან ტექნიკური შესაძლებლობები საშუალებას იძლევიან გამოვიძიოთ პირადი კონტაქტები, გადაადგილება, შენაძენი, რომლებიც სპეც.საგადასახადო ბარათებით ხორციელდება. ტოტალური თვალთვალის შედეგად მიღებული ინფორმაცია პიროვნების შესახებ კი გროვდება ერთ ბაზაში, აღინიშნა წერილში.

პატრიარქმა მოუწოდა, რომ გაითვალისწინონ საკანონმდებლო ბაზის და გამოყენებული ტექნოლოგიების არასრულფასოვნება. იგი დაუცველია დანაშაულებრივი ზემოქმედებისა და ინფორმაციის გაჟონვისაგან, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის არამარტო მოქალაქეთა სიცოცხლესა და უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. ასე, რომ ამ თანამედროვე ტექნოლოგიების ყველა უპირატესობები შეიძლება მომენტალურად გადახაზულ იქნას მომსახურე პერსონალის უბრალო დაუდევრობითა და გაუფრთხილებლობით. ამ ფაქტებთან დაკავშირებით რიგ მოქალაქეებს სურთ გამოიყენონ მონაცემთა შეგროვების ალტერნატიული სისტემა პირადი საიდენტიფიკაციო ნომრისა და იმ სპეციალური მოწყობილობების გარეშე, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ახდენს პიროვნების დაფიქსირებას მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.

პატრიარქმა ხაზი გაუსვა, რომ რუსულმა ეკლესიამ ოფიციალურად არაერთხელ გამოთქვა თავისი აზრი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. მან წერილს დაურთო ამონარიდები წმიდა სინოდისა და აწ გარდაცვლილი პატრიარქის ალექსეი II-ის დოკუმენტებიდან.

პატრიარქს იმედი აქვს, რომ ამონარიდებსა და ამ დოკუმენტებში გამოხატული რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია, აუცილებლად პოვებს მხარდაჭერასა და თანადგომას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაში.

წყარო: ინტერფაქსი






რუსეთის მოქალაქეთა საპროტესტო მოძრაობა
ელექტრონული პირადობის მოწმობების წინააღმდეგ
18 მარტი, 2011 წ.








სრულიად რუსეთის ფორუმის რეზოლუცია -
“ელექტრონული ბარათი არის მუქარა ოჯახისა და სახელმწიფოსთვის”

2011 წლის 5 მარტს გამართულ სრულიად რუსეთის
საზოგადოებრივ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს
რუსეთის სხვადასხვა ორგანიზაციებმა.


     განვიხილეთ, რა კანონპროექტი, რომელიც ეხება რუსეთის მოქალაქეზე ინფორმაციის ელექტრონული სახით გამოყენებას, ვაცხადებთ შემდეგს: უნივერსალური ელექტრონული ბარათი უხეშად არღვევს რუსეთის მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებას, ამის ჱშემომტანნი ფუნდამენტურად ცვლიან და ამახინჯებენ სახელმწიფოსა და მოქალაქეთა შორის საურთიერთაშორისო კონცეფციას. მოქალაქის შესახებ პერსონალური მონაცემები არ არის დაცული და კონტროლირებადია, ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა საფრთხეს უქმნის რუსეთის ნაციონალურ უსაფრთხოებას. ელქტრონული აღრიცხვისა და კონტროლის შესახებ ახლად მიღებულ კანონებში არ არის გათვალისწინებული არანაირი ალტერნატიული სისტემა აღრიცხვისა და კონტროლისა, იმ მოქალაქისათვის, რომელიც უარს იტყვის ელექტრონულ ბარათზე, რადგან მის გარეშე მოქალაქეს ერთმევა შესაძლებლობა გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება, მიიღოს სახელმწიფო მომსახურეობები, ამით ისინი აიძულებენ თითოეულ მოქალაქეს აიღონ ელექტრონული ბარათი. ჩვენი ღრმა რწმენით ამგვარი საკანონმდებლო რეფორმები მიზანმიმართულად ემსახურება რუსეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დემონტაჟს, რათა ნაციონალური სტრუქტურები ღიად და სახალხოდ გადაეცეს მსოფლიო მმართველობას. ვაცხადებთ, რომ 2012 წლის რუსეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში არ მივცემთ ხმას იმ პარტიებსა და კანდიდატებს, რომელნიც მხარს უჭერენ ელექტრონული ბარათების შემოღებასა და ელექტრონული მმართველობის დამყარებას რუსეთში. მოვითხოვ რუსეთის მოქმედ პრეზიდენტისგან დიმიტრი მედვედევისაგან, როგორც რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის გარანტისგან, რომ გასცეს ბრძანება და გამოიყენოს ყოველგვარი კონსტიტუციური უფლება-მოსილება, რომ ჩატარდეს ექსპერტიზა, რათა ახლადმიღებული კანონები მკაცრად შეესატყვისებოდეს რუსეთის კონსტიტუციას. ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და კანონები ელექტრონული მმართველობის შემოღებასთან დაკავშირებით, მიიღონ და დაამტკიცონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდება ხალხის ხელისუფლების უმაღლესი კონსტიტუციური გამოვლინება – რეფერენდუმი.

     რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს ვლადიმერ პუტინს:

     მხარი დაუჭიროს და დახმარება გაუწიოს რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს, რათა ქვეყნის სამართლებრივი სფერო მკაცრ შესაბამისობაში მოიყვანოს რუსეთის კონსტიტუციასთან.

     ჩვენ მივმართავთ რუსეთის პატრიარქს დამაჯერებელი თხოვნით:

     თქვენო უწმიდესობავ, თქვენს წინა გამოსვლებში არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ელექტრონული საბუთების მიღება და ელექტრონული იდენტიფიცირება უნდა მოხდეს მათი სურვილისამებრ, ნებაყოფლობით. თქვენ ასევე დაადასტურეთ თქვენი ურყევი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და დაარწმუნეთ თქვენი მრავალმილიონიანი სამწყსო, რომ მიმართავდით ქვეყნის ხელისუფლებას თხოვნით, დაცული ყოფილიყო რუსეთის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება ელექტრონულ სისტემაზე უარის თქმის შემთხვევაში. თქვენო უწმიდესობავ, საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ელექტრონული მმართველობის შემოღებას ეხება, უკვე განიხილება და თუ ისინი ძალაში შევლენ იმ სახით, რა სახითაც დღეს განიხილებიან და მოიაზრებიან, მაშინ ჩვენ, თქვენს მართლმადიდებლურ სამწყსოს ჩამოგვერთმევა კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, ვიქცევით დევნილებად საკუთარ ქვეყანაში. შეცვალო მიღებული კანონი გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მიაღწიო ცვლილებას ამ კანონის განხილვის პროცესში. თუკი თქვენ არ იმოქმედებთ უფრო მეტად დამაჯერებლად და მტკიცედ, მართლმადიდებელი მრევლის უფლებების დასაცავად, მაშინ თქვენი _ სააპელაციო მცდელობა რუსეთის ხელისუფლებასთან უშედეგო იქნება. გთხოვთ, დღეის გასაკეთებელს ნუ გადავდებთ სამომავლოდ, ვიმოქმედოთ სწორედ ეხლა.

     რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და იერარქებს:

     პატივცემულო მწყემსმთავარნო, თქვენ უფლის წინაშე დაგეკისრათ უდიდესი პასუხისმგებლობა სულიერად გადაარჩინოთ სამწყსო, რომელიც უფალმა თქვენ მოგაბარათ. თქვენ ჩვენი სულიერი მამები ხართ და უნდა იყვნეთ თქვენი სამწყსოს დამცველები. ჩვენ ვითხოვთ დაცვას! ბევრი მორწმუნე, მოაზროვნე და პატიოსანი ადამიანისათვის ნათელია, რომ ამჟამად მთავრდება ანტიქრისტეს სამეფოს მშენებლობა, რომელშიც თითოეული ადამიანი აღმოჩნდება მისი ტოტალური კონტროლის ქვეშ. ელექტრონული მართვის სისტემის დანერგვა, ელექტრონული ბარათების შემოღება და მის შედეგად ჩიპების იმპლანტაცია ხელისა და შუბლის არეში – წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტებს სატანური ჩანაფიქრის განხორციელებისათვის. ჩვენს თვალწინ ხდება ყველაფერი, რაც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაშია დაწერილი, “არც ყიდვა და არც გაყიდვა არ იქნება შესაძლებელი.” თუკი თქვენ, მწყემსები მართლმადიდებელი ერისა, დაიცავთ კონსტიტუციურ უფლებას, მაშინ თქვენი სამწყსოც თქვენს კვალს გამოყვება, ასე, რომ თითოეული ცალ-ცალკე და ყველანი ერთად დავიცავთ ჩვენს მამულსა და სარწმუნოებას დაღუპვისაგან _ არ განვდევნით საღვთო კანონებს ჩვენი სახელმწიფოებრივი და პირადი ცხოვრებიდან და არ შევცვლით მათ სატანურით, რაც უკვე მთელს მსოფლიოში ღიად მიმდინარეობს. ნუ შეგვეშინდება ძლიერთა ამა სოფლისათა, ვინც არღვევს საღმრთო და სახელმწიფოებრივ კანონებს. თქვენ მარტო არა ხართ თქვენთან არს ღმერთი და ჩვენ თქვენი სამწყსო. ნუ დუმხართ, ნუ აყოვნებთ, რადგანაც დღეს ჩვენი სულიერი გადარჩენის მტრები მოქმედებენ მიზანმიმართულად, ჩვენ ველოდებით თქვენს ხმას, რადგანაც დღეს დუმილით გაიცემა უფალი, ჩვენი ძალა ქრისტეში და ერთობაშია.

2011 წლის 5 მარტი

სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ფორუმის “უნივერსალური ელექტრონული ბარათი – მუქარა ოჯახისა და სახელმწიფოსთვის!” მონაწილენი:

მოსკოვის მშობელთა საქალაქო კომიტეტი
მრავალშვილიან ოჯახების საზოგადოება “მრავალი შვილი -კარგია”
რუსეთის მშობელთა კომიტეტის საზოგადოებრივი ასოციაცია
ეკატერინბურგის მშობელთა კომიტეტი


გაკეთდა სრულიად რუსეთის ფორუმის“უნივერსალური ელექტრონული ბარათი – მუქარა ოჯახისა და სახელმწიფოსთვის!” რეზოლუციის მხარდასაჭერი ხელმოწერები

E-mail: tatiana.mnogodetok@gmail.com, egrk@list.ru, retriw@yandex.ru













საპროტესტო აქციები რუსეთში

ვებგვერდი: www.zaistinu.ru



უფლებრივი პრობლემები, რომლებიც რადიოსიხშირულ პრინციპზე მომუშავე იმპლანტირებულ ხელსაწყოებს ახლავს თან

ორგანიზაცია ”ინნ-ის გარეშე ცხოვრების უფლება” იურისტი პუგაჩოვა ა.ვ
15.04.2002

იმპლანტირებადი რადიოსიხშირული საიდენტიფიკაციო საშუალებების გამოყენება დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის მთელი მოსახლეობისათვის. რადიოსიხშირული იდენტიფიკაცია, ისევე, როგორც შტრიხული კოდირება, ადამიანის ავტომატური იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. ამასთანავე, რადიოსიხშირული იდენტიფიკაცია, წარმოადგენს საიდენტიფიკაციო ნომრის განმსაზღვრელ საშუალებას (შტრიხულ კოდირებასთან ერთად). თავდაპირველად ადამიანის ავტომატური იდენტიფიკაციის პრობლემა რუსეთში ციფრული იდენტიფიკატორების გამოყენებისას წარმოიქმნა, ამ ციფრულმა იდენტიფიკატორებმა ადამიანის სახელი ჩაანაცვლეს. ამ პრობლემას არაერთი უფლებადარღვევა უკავშირდება, მათ შორის ყველაზე მთავარი: უფლების დარღვევა სახელზე და უფლება იმოქმედო საკუთარი რელიგიური შეხედულებების შესაბამისად. ადამიანის რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის პრობლემა პირდაპირაა დაკავშირებული ციფრული იდენტიფიკატორის გამოყენებასთან, რომელიც ადამიანის სახელს ცვლის, ამრიგად ყველა ზემოთჩამოთვლილი სამართლებრივი პრობლემა თან ახლავს რადიოსიხშირული იმპლანტანტის გამოყენებას. ამავდროულად რადიოსიხშირული იმპლანტანტების გამოყენებით ირღვევა ადამიანის სიცოცხლის, ჯამრთელობისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებაც. ამგვარად შეიძლება ვისაუბროთ პიროვნების სამართლებრივი სტატუსის განადგურებაზე. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ციფრული იდენტიფიკატორის გამოყენება - ეს პირველი ნაბიჯია, ადამიანის რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის გამოყენება კი ადამიანის გადარჩენის რეალური საფრთხე.
რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის სტანდარტების შემუშავებაში მთავარი წვლილი, რუსეთში ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაცია EAN International-ს მიუძღვის, რადიოსიხშირული დენტიფიკაციის სისტემები ЕАН-ის სტანდარტებს უნდა ემთხვეოდეს.

აქ იკვეთება რეალური კავშირი რუსეთში მიმდინარე კამპანიასთან, რომლის ფარგლებშიც, რუსეთის თითოეულ მაცხოვრებელს დაბადებიდან უნდა მიენიჭოს ციფრული იდენტიფიკატორები, რომლებიც შეესატყვისებიან საიდენტიფიკაციო ნომრებს, ისინი ЕАН-ის ავტომატური იდენტიფიკაციის სტანდარტებში გამოიყენება. ადამიანის ციფრული იდენტიფიკატორების გამოყენებაზე დაფუძვნებული, იმპლანტანტის სახით რეალიზებული, ადამიანის რადიოსიხშირული იდენტიფიკაცია, არის ადამიანის უფლებების დარღვევის დაკანონება. ამ უკანონობას საფუძვლად საიდენტიფიკაციო ნომრების გამოყენება უდევს, მათი არაკონტიტუციური ხასიათი უკვე აღიარეს. რადგანაც ამ დროს ირღვევა ადამიანის უფლება ცხოვრებაზე, პირად ხელშეუხებლობაზე, ჯამრთელობაზე - რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის მე-20, 22-ე, 41-ე მუხლები. ამ მუხლების თანახმად ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს ყველა სახის სამედიცინო, სამეცნიერო, თუ სხვა სახის ესპერიმენტებისგან. ასევე დადგენილია ადამიანის ჯამრთელობისათვის სახიფათო საზღვრები, დაცულია ადამიანის სიცოცხლის ბიოლოგიური სფერო. თუ გავითვალისწინებთ იმპლანტანტის უკუქმედებას ადამიანის ჯამრთელობაზე, მის ფსიქიკაზე და ასევე იმ უცნობ მონაცემებს, რომლების ასახავენ ადამიანის ჯამრთელობაზე რადიოსიხშირული გამოსხივების გავლენას, იმპლანტანტის გამოყენებას, თუნდაც ადამიანის ნებართვის შემთხვევაში, არ ექნება არავითარი იურიდიული ძალა. რადგანაც ადამიანმა, თანხმდება რა ექსპერიმენტში მონაწილეობაზე არ იცის იმპლანტანტის გავლენა მის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. უფრო მეტიც, შეუძლებელია დაუსახელო ამა თუ იმ ორგანიზაციას მისაღები მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც დადგინდება ადამიანზე მისაღები ზეგავლენის დონე. ანუ რა სიმძლავრით უნდა ამოქმედდეს ესა თუ ის იმპლანტანტი, რა ფუნქციები და მახასიათებლები ექნება მას. რა სიმძლავრით იმუშავებს ადამიანის ორგანიზმში. ჯერ მხოლოდ ამ ნორმებისა და სტანდარტების დადგენა-შემუშავება შეზღუდავს ადამიანის თავისუფლების გამოხატულებას. ამრიგად იმპლანტანტების გამოყენებით დგება ადამიანის პიროვნებისა და მისი ქცევების შეცვლის საფრთხე. ცხადი ხდება, რომ რუსეთში უნდა აიკრძალოს რადიოსიხშირულ პრინციპზე მომუშავე იმპლანტანტების დანერგვა-გამოყენება. ამის მცდელობა უკვე ჰქონდა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატს ანატოლი ნიკოლაევიჩ გრეშნევიკოვს. სახელმწიფო დუმის განხილვაზე წარდგენილია კანონპროექტი ”ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ფედერალურ კანონში ”ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ”. ეს კანონპროექტი კრძალავს ციფრული იდენტიფიკატორების გამოყენებას ადამიანის სახელის შესანაცვლებლად, ასევე ავტომატური იდენტიფიკაციის იმ საშუალების გამოყენებას, რომელთა ფუნქციონირება ადამიანის სხეულში განთავსებითაა შესაძლებელი. ამ კანონპროექტმა მიიღო რუსეთის ფედერაციის მთავრობის უარყოფითი შეფასება და სერიოზულ მხარდაჭერას საჭიროებს.