2011 წლის 20 დეკემბერს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა. სინოდმა იმსჯელა ახალი პასპორტების შესახებ და განაჩინა, რომ საკითხის შესასწავლად შეიქმნას კომისია. სინოდის წევრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ არა მარტო საქართველოში და მართლმადიდებლურ ქვეყნებში, არამართლმადიდებლურ ქვეყნებშიც არის ამ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა. ალტერნატიული საბუთების დაშვებაზე ბევრი ეპისკოპოსის აზრი დადებითია. აღინიშნა, რომ ნებაყოფლობას არ შეიძლება ქრისტიანი ეწინააღმდეგებოდეს.
ახალი მოწმობების შემსწავლელი კომისიის
თავმჯდომარის მეუფე იობის (აქიაშვილი)
მიმართვის პროექტი ხელისუფლებისადმი.
"თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ"
(იოვანე 15.14)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეს მიმართვა განპირობებულია სასულიერო პირებისა და მრევლის იმ მოთხოვნათა საფუძველზე, სადაც ისინი წინააღმდეგნი არიან ელექტრონული საბუთების იძულებითი წესით გაცემისა და მოითხოვენ ალტერნატიული საბუთების შექმნას ყველა მიმართულებით. მრავალი მართლმადიდებელი და არა მარტო მართლმადიდებელი ქვეყანა გამოხატავს თავის პროტესტს არსებული ბარათების მეშვეობით შესაძლებელ კონტროლთან დაკავშირებით, რომელიც ეკლესიისთვის ყოვლად მიუღებელია . ადამიანის უზენაესი თავისუფალი ნების შებღალვის გამო. არსებული საკითხები და მასალები მოვიძიეთ, ვიმსჯელეთ და მოგახსენებთ:
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეკლესია ბიბლიაზე დაფუძნებული ღვთის სახლია და წმიდა წიგნიდან გადმოცემული ყოველი სიტყვა დასაბამიდან დღემდე, ეკლესიისთვის სარწმუნო განათლების წყაროა, რომლითაც მარადჟამს ხელმძღვანელობს. სწორედ ბიბლიის შესაქმიდან ნათლად ჩანს, რომ სამყაროს შემოქმედმა ღმერთმა ადამიანი თვის ხატად და მსგავსად შექმნა. ყველაზე მეტად კი, რაც გვაახლოვებს უფლის ამ მსგავსებას, ეს არის ღვთისგანვე მოცემული თავისუფალი ნება, ანუ თვითმფლობელობა . ადამიანის ყველაზე დიდი ნიჭი, რითაც უნდა შეიცნოს და არჩევანი გააკეთოს კეთილსა და ბოროტს შორის. ზენაარსმა კაცი ამ საღმრთო ნიშნით განასხვავა სამყაროს დანარჩენ ქმნილებათაგან . სხვა ცოცხალ თუ ციურ სხეულთაგან, როგორც გიორგი მთაწმინდელი განგვიმარტავს: "ხოლო კაცი შექმნა ხატად თვისად და მსგავსებად და დაადგინა სამოთხესა შინა საშუებელისასა, თვითმფლობელობითა პატივცემულყო და მისცა მცნება ნივთად და საქმედ თვითმფლობელობისა მისისა, ვითარცა წერილი იტყვის".
ამ თვითმფლობელობის საშუალებით ღმერთმა უფლება მისცა კაცს საკუთარი ნებით გამოხატოს მოქმედება კეთილსა თუ ბოროტ საქმესა ზედა. ყოვლისმპყრობელი ღმერთი, თუკი ბოროტი საქმის კეთების აკრძალვასაც არ აიძულებს თავის ქმნილ ადამიანს, მეტადრე დაუშვებელია, კაცი აიძულოს ვინმემ ღვთის მოცემული მცნებებისა თუ ნიჭის წინააღმდეგ იმოქმედოს . ნიჭისა, რომლითაც უნდა გაიკვალოს ცხოვრების გზა და რომლითაც უნდა დაიმკვიდროს სასუფეველი ცათა.
"თავისუფლება ესე არის ხარისხი თვით მნებელობისა, რა-მეთუ იქმს მას, რაი იგი მას ნებავს. ეს უდიდებულესი და უაღმატებულესი ხარისხი თავისუფლებისა ყოვლად სახიერმან გარდასცა კაცობრივსა ბუნებასა და მიანიჭა მას ესოდენ მაღალი ღირსება." განმარტავს წმინდა ალექსი შუშანია.
ამ ნებაზეა აგებული ადამიანის ღირსება, სინდისი, სიყვარული და დამოკიდებულება გარეშემო მყოფ სულიერ თუ უსულო სამყაროსთან. ამ თვითმფლობელობით შექმნა კაცობრიობამ მრავალფეროვანი კულტურა, ამ ნების საშუალებით გამოხატა ყველა ერმა თავისი ტრადიცია. ამ ნებით განვსხვავდებით ერთმანეთისაგან და ინდივიდუალური ნიჭით ვავსებთ ერთმანეთს . ადამიანი სწორედ ღვთივბოძებული თავისუფალი ნებით ზეიმობს დედამიწაზე. რაოდენ დიდი ბოროტება იქნება, რომ ეს ზეიმი კაცს გლოვად ექცეს: ნება . უნებელობად, თავისუფლება . მონობად, პირადი საიდუმლო . სააშკარაოდ და ცოცხალი სხეული რობოტის
მსგავს იარაღად... თუ ადამიანის ყველაზე მთავარი საუნჯე ხელყავი და ნებისმიერი ქმედება თუ საქმე იძულების წესით აკეთებინე მას, მითუმეტეს თუ დაუმორჩილე ბოროტ მანქანებას და ასერიგად დაუქვემდებარე ყოვლადმიუღებელ კონტროლს . ეს უკვე ამქვეყნიური თუ საღმრთო, სახელმწიფოებრივი თუ მორალური კანონებით დანაშაულია!
ზოგნი იტყვიან, ვინ აიძულებსო? მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებს თუ გადავხედავთ, ადამიანის მართვა-კონტროლი ადმინისტრაციული თუ კოსმიური საშუალებებით ხდება, რისი მაგალითებიც უამრავია დღევანდელ ცხოვრებაში. ამგვარი კონტროლი უკვე გლობალურ ბოროტებად შეიძლება იქცეს და ბოროტებისაგან კიდევ სიკეთის მოლოდინი . ცრუ იმედია და არაგონივრული შეფასება, რაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს. დღეს არსებული ტექნოლოგიები უწყინარი ადმინისტრაციული წესით გვევლინება, თუმცა აშკარად ჩანს, რომ მავანთ ადამიანის ზომბირებულ იარაღად გადაქცევა განუზრახავთ, რამაც შესაძლოა კაცს არჩევითობის უნარიც კი დააკარგვინოს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთისა და მისი ქმნილი ადამიანის სინდისს შორის ყოვლადმიუღებელი ჩარევა, რომელსაც საფუძვლად უდევს ადამიანის ცოდვიანი ბუნება, გამოწვეული გლობალური იმპერიული ინტერესით თუ მდაბიო ცნობისმოყვარეობით, ადამიანის გარეგანი ქცევისა თუ შიდა განზრახვის გაკონტროლებისა და მართვის მიზნით. წარმოიდგინეთ, კაცს საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენის უფლება ერთმევა, მასსა და სინდისს შორის უკრძალველად ვიღაც ჩნდება...
ასეთი მიზანმიმართული ქმედებებით ადამიანის თითოეული ნაბიჯი ყოველდღიურად კონტროლირებადი გახდება, შეიბღალება მისი უზენაესი ნება და იგი დაკარგავს მისთვის ყველაზე მთავარ ფუნქციას და საუნჯეს . ღვთის ხატებას. ამგვარი სახით სულიერი დაპყრობა, ფიზიკურზე გაცილებით უარესია.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) თავისუფლების შე- სახებ აღნიშნავს: .ჭეშმარიტი და ზედმიწევნილი მნიშვნელობა თავისუფლებისა ცნობილია და აღიარებულია მეცნიერთა და სახელმწიფოთაგან. ჭეშმარიტი, რიგიანი აგებულება და წყობილება კაცთა საზოგადოებისა სწორედ ამ ქვაკუთხედზედ უნდა იყოს ამოყვანილი. საცა ეგ არ არის, იმ კაცთა საზოგადოებრივი ცხოვრება, რომელიც ერთმანეთზედ დამოუკიდებლად და გადუბმელად შეუძლებელია, მარტო ძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმანეთის ჩაგვრა და ძარცვაგლეჯაა. მაშინ ყოფა ადამიანისა ნადირთ ყოფაა და ადამიანი, ეგ კერძი ღვთისა, ნადირად გადაქცეულია. ამ ყოფით ცხოვრება ცნობიერს და ჭკვათამყოფელს სულიერს არ შეუძლიან, კაცთა საზოგადოებას, მიზეზი არსებობისა და ყოველივე მნიშვნელობა ეკარგება და უბათილდება.
უდავოა, გარეშე ძალის მიერ ადამიანის თავისუფალ ნებაში ჩარევა გამოიწვევს მასში შინაგან დათრგუნვას და ღირსების შელახვას, რადგანაც მისი ყოველი ქმედების შესახებ უცხო ძალის მიერ მრავალმხრივი ინფორმაციის მოპოვება იქნება მისდა დაუკითხავად შესაძლებელი, რითიც შეიბღალება მოქალაქის სინდისისა და რწმენის თავისუფლება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ჩვენი ეკლესია მიმართავს მთავრობას და თავის მტკიცე პოზიციას გამოხატავს ახალი ელექტრონული საბუთების ყოველდღიურ ცხოვრებაში იძულებით დამკვიდრების საწინააღმდეგოდ, რომელიც უდავოა ადამიანის თავისუფალ ნებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს და დღითიდღე ხელყოფს მას. დღევანდელი გლობალური განვითარების ფონზე, ასეთი ელექტრონული მმართველობით საფრთხე ექმნება, როგორც ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას, ასევე ცალკეული ერების სახელმწიფოებრივ თვითმყოფადობასაც. ელექტრონულ რეჟიმში ადამიანის პირადი მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას, მასზედ ე.წ. "დოსიეს" შექმნას - სწორედ ადამიანის თავისუფალი ნების სრულ დაკნინებამდე მივყავართ. საინფორმაციო სისტემის გამოყენებით მნიშვნელოვნად მარტივდება მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში შეჭრა, ამით ასევე დიდ დარტყმას აყენებენ მოქალაქის უდანაშაულობის პრე-ზუმციის სტატუსს. ხელისუფლებას ეძლევა შესაძლებლობა
გამოიყენოს მშრომელ ადამიანთა პირადი მონაცემები, მათზე ზეწოლის მოსახდენად. იქმნება პირადი ინფორმაციის გაჟონვისა და დამახინჯების საფრთხეც. სპეციალისტებისათვის ცნობილია ID ბარათის ერთ.ერთი მახასიათებლის ე.წ. update-ის ანუ განახლების ფუნქციის შესახებ, რომლის მეშვეობითაც პროგრამის განახლება და ბარათზე ინფორმაციის შეცვლაა შესაძლებელი. ეს თავის მხრივ შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მხარეს, რომ მიკერძოებულად შექმნას მისთვის არასასურველი პირების ე.წ. შავი სიები. მოქალაქეთა პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება კი საბოლოოდ ტოტალური კონტროლისა და ტირანიის დამყარებამდე მიგვიყვანს.
ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენება რომ ადამიანის თავისუფლებას საფრთხეს უქადის და ადამიანთა ტოტალური კონტროლის მექანიზმადაც შეიძლება იქცეს, ამას მრავალი თანამედროვე ექსპერტიც აღიარებს. მაგალითად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ბრუნსონ მაკკინლი აცხადებს: .ერთხელაც შეიძლება ისე მოხდეს, რომ თან ვატაროთ დოკუმენტი, რომელიც ჩვენს ნებისმიერ მოქმედებას გააკონტროლებს. მთავრობას ყველაფერი ეცოდინება ჩვენს შესახებ, რას ვაკეთებთ, ვინ არიან ჩვენი მეგობრები, სად ვმოძრაობთ და სხვა სახის ინფორმაცია. ეს ტექნოლოგია შესაძლოა ტოტალური კონტროლის იარაღადაც იქცეს. ეს პოლიტიკური პრობლემაცაა და აღნიშნული მიმართულებით მუშაობა აუცილებელია გაგრძელდეს.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ხელისუფლებას მოუწოდა იმ ადამიანთა უფლებების დაცვისაკენ, რომლებიც უარს ამბობენ (INN) გადამხდელთა საიდენტიფიკაციო ნომერზე და ადამიანის შესახებ ინფორმაციის შემცველ სხვა ტექნოლოგიურ საშუალებებზე.
მოქალაქეები, რომელთათვის მიუღებელია ასეთი ტიპის საბუთები, აღმოჩნდებიან მოკლებულნი შესაძლებლობას მიიღონ სამედიცინო დაზღვევა, პენსია და სხვა გადასახადები, მოეწყონ ახალ სამსახურში, ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები, განახორციელონ ნოტარიული ქმედებები ქონე6
ბასთან დაკავშირებით, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, შეიძინონ სამგზავრო დოკუმენტები... აღნიშნა პატრიარქმა თავის წერილობით მიმართვაში ვლადიმერ ლუკინის მიმართ, რომელიც რუსეთის ფედერაციაში უფლებამოსილი პირია ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში. ამ ადამიანთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ მართლმადიდებლები, რომლებიც შიშობენ, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებამ შესაძლოა მიგვიყვანოს პიროვნების ტოტალურ იდეოლოგიურ და სხვა ტიპის კონტროლთან. მოვლენათა ამგვარი განვითარება სრულიად მოსალოდნელია, რადგან ტექნიკური შე-საძლებლობები საშუალებას იძლევიან გამოვიძიოთ პირადი კონტაქტები, გადაადგილება, შენაძენი, რომლებიც სპეცია-ლური საგადასახადო ბარათებით ხორციელდება. ტოტალური თვალთვალის შედეგად მიღებული ინფორმაცია პიროვნების შესახებ კი გროვდება ერთ ბაზაში, აღინიშნა წერილში.
პატრიარქმა მოუწოდა, რომ გაითვალისწინონ საკანონმდებლო ბაზის და გამოყენებული ტექნოლოგიების არასრულფა-სოვნება. იგი დაუცველია დანაშაულებრივი ზემოქმედებისა და ინფორმაციის გაჟონვისაგან, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის, არამარტო მოქალაქეთა სიცოცხლესა და უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. ასე რომ ამ თანამედროვე ტექნოლოგიების ყველა უპირატესობა შეიძლება მომენტალურად გადახაზულ იქნას მომსახურე პერსონალის უბრალო დაუდევრობითა და გაუფრთხილებლობით. ამ ფაქტებთან დაკავშირებით რიგ მოქალაქეებს სურთ გამოიყენონ მონაცემთა შეგროვების ალტერნატიული სისტემა, პირადი საიდენტიფიკაციო ნომრისა და იმ სპეციალური მოწყობილობების გარეშე, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ახდენს პიროვნების დაფიქსირებას მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.
პატრიარქმა ხაზი გაუსვა, რომ რუსულმა ეკლესიამ ოფიციალურად არაერთხელ გამოთქვა თავისი აზრი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. მან წერილს დაურთო ამონარიდები წმიდა სინოდისა და აწ გარდაცვლილი პატრიარქის ალექსი II-ის დოკუმენტებიდან.
პატრიარქს იმედი აქვს, რომ ამონარიდებსა და ამ დოკუმენტებში გამოხატული რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია, აუცილებლად პოვებს მხარდაჭერასა და თანადგომას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაში. (წყარო: ინტერფაქსი.)
ელექტრონული ბარათების წინააღმდეგ გამართულ სრულიად რუსეთის ფორუმზე დეკანოზ იგორ ვოსტრიკმა განაცხადა: .როგორც იტყვიან კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმერთისა, მაგრამ არსებობს წმიდა მამების განმარტებები, რომლებიც ამბობენ, რომ თუ სახელმწიფო ეწინააღმდეგება ჩვენს რელიგიურ მრწამს, გვაიძულებს ვიცხოვროთ შეუსაბამობაში წმიდა წერილთან, ჩვენ გვაქვს სრული უფლება არ დავემორჩილოთ ასეთ სახელმწიფოს, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალურ კონცეფციაში წერია, მსგავს შემთხვევაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადების თაობაზე. დროა დავსვათ საკითხი, რომ სახელმწიფომ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა”.
მეორე ექსპერტად რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე.პრეზიდენტი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე სივკოვი გვევლინება, რომელიც ასევე გახლავთ ”პერსონალური მონაცემების” შესახებ ფედერალურ კანონზე მომუშავე ჯგუფის წევრი. მან შემდეგი განცხადება გააკეთა: .მოქალაქეთა დოკუმენტებში, ბიომეტრიული მონაცემების შეტანის შემთხვევაში ამ მონაცემთა დისტანციურად მოხსნა იქნება შესაძლებელი. სწორედაც რომ ელექტრონული ჩიპიდან მონაცემთა დისტანციური მოხსნის საშუალება ქმნის დიდ საფრთხეს. უკვე არსებობს რადიოლოკაციური სისტემები, რომელთაც შეუძლიათ 5 თეთრიანი მონეტის სიდიდის ნივთის აღმოჩენა რამოდენიმე კილომეტრის რადიუსში. ელექტრომატარებლის აღმოჩენა და დაფიქსირებაც ამ დისტანციებში იქნება შესაძლებელი.
ამრიგად, ელექტრონული ჩიპების მატარებელი საბუთების შემოღებით შესაძლებელი გახდება შეიქმნას ტოტალური კონტროლის სისტემა, კოსმოსური თუ სხვა საშუალებების გამოყენებით. უსაფრთხოების თვალსაზრისით ელექტრონული
პასპორტების შემოღება სრულიად დაუშვებელია. მასში ჩადებული მონაცემები დიდი საფრთხის მატარებელია, როგორც სახელმწიფოსათვის, ისე მისი თავდაცვისუნარიანობისათვის.
საერთაშორისო ასოციაციები თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ბიომეტრიული პასპორტის გაყალბება შეუძლებელია, მაგრამ ამსტერდამის უნივერსიტეტის ჰოლანდიელმა მეცნიერმა ჯეროენ ვან ბიკმა ადვილად შეძლო ბიომეტრიული პასპორტის გაყალბება. ექსპერიმენტის დროს მეცნიერმა აიღო ორი რეალურად არსებული ბრიტანული პასპორტის ჩიპი და მათი ზუსტი ასლები შექმნა. ამის შემდეგ მან ჩიპების ასლებზე მონაცემები შეცვალა, პასპორტებში კი უსამა ბენ ლადენისა და პალესტინელი ტერორისტი თვითმკვლელი ქალის ხიბი დარაგმეს ფოტოები ჩასვა. პროგრამამ, რომელიც საერთაშორისო აეროპორტებში პასპორტებს ამოწმებს, გაყალბებული პასპორტები ნამდვილად ცნო. ბრიტანული გაზეთის The Times დაკვეთით ვან ბიკმა შეიმუშავა მიკროჩიპების კითხვისა და კოპირების მეთოდი, ამ მეთოდით ასევე შესაძლებელი იყო ჩიპზე მოთავსებული ინფორმაციის შეცვლა. ამავდროულად გაყალბებულ ჩიპებს ნამდვილად ცნობს სპეციალური პროგრამა Golden Reader-ი, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აეროპორტებში პასპორტების შემოწმების მიზნით იყენებს. გაყალბების მეთოდის შემუშავების შემდეგ მეცნიერს ერთ საათზე ნაკლები დრო დასჭირდა იმისათვის, რომ ორი ყალბი მიკროჩიპი დაემზადებინა და ისინი პასპორტში ჩაესვა. ამისათვის არცთუ დიდი თანხები დასჭირდა, მან ორი 20 დოლარიანი ჩიპი და ინფორმაციის წამკითხველი 80 დოლარიანი ხელსაწყო გამოიყენა. (
http://ru.wikipedia.org იხ ბიომეტრიული პასპორტი).
ერთ.ერთი გერმანული კომპანიის კონსულტანტმა ლუკას გრიუნვალდმა კი ლას.ვეგასში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა: რომ მას მხოლოდ ორი კვირა დასჭირდა იმისათვის, რომ გაეტეხა პასპორტის კოდი და გაეკონტროლებინა მთელი ინფორმაცია, რომელიც ელექტრონულ პასპორტზე იყო დატანებული. გარდა
ამისა, მან შეძლო საბუთზე არსებული მთელი ინფორმაციის ცარიელ ჩიპზე გადატანა, რომლის ჩადგმაც გაყალბებულ საბუთშია შესაძლებელი. ექსპერტის აზრით, ეს ექსპერიმენტი გვიჩვენებს ახალი ბიომეტრიული პასპორტების დანერგვის სრულ უსარგებლობას. ბიომეტრიული პასპორტები სხვა მონაცემებთან ერთად ატარებს პიროვნე-ბის თითის ანაბეჭდისა და თვალის გარსის გამოსახულების მონაცემებს. ექსპერტმა, რომელმაც კოდის გატეხვა სპეციალური მოწყობილობის საშუალებით მოახერხა _ 200 დოლარი დაუჯდა. (
http://www.izvestia.ru/news/383310).
ელექტრონული პასპორტების დანერგვის პროცესი დასავლეთში სულ უფრო მეტ კრიტიკას იმსახურებს. კომპანია Microsoft-ის უსაფრთხოების წამყვანი სპეციალისტის ჯერი ფიშენდერის განმარტებით: ”ბიომეტრიული იდენტიფიკაციის პროგრამა, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა ატარებს, ზრდის კონფიდენციალური ინფორმაციის ბოროტმოქმედთა ხელში მოხვედრის რისკს. საფრთხე უპირველეს ყოვლისა იქედან იქმნება, რომ ბიომეტრიული მონაცემები ერთ მონაცემთა ბაზაში გროვდება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ქვეყნის ყველა მოქალაქეზე. ამავდროულად ბოროტმოქმედთა ხელში აღმოჩნდება ზუსტი ასლი იმ ინფორმაციისა, რომელიც ჩიპზე ინახება და შემდგომში მისი გამოყენება საბუთის გაყალბების მიზნით გახდება შესაძლებელი.”ფიშენდერმა აგრეთვე განაცხადა, რომ ჯერ.ჯერობით არ არსებობს ამ ერთიან მონაცემთა სისტემის დაცვის მექანიზმი.
ამერიკელმა ჰაკერებმა უკვე შექმნეს სპეციალური აპარატი, რომლითაც ბიომეტრიული პასპორტებიდან მონაცემთა წაკითხვა მარტივად გახდება შესაძლებელი. ამ ხელსაწყოს დემონსტრირება მათ ლოს.ანჟელესში გამართულ პრესკონფერენციაზე მოაწყვეს. ხელსაწყო ჩიპიდან იმ რადიოსიგნალების ჩაჭერას ახერხებს, რომელთა დაფიქსირებაც ბიომეტრიული საბუთების შემქმნელთა აზრით თითქმის შეუძლებელია. ჰაკერებმა განაცხადეს, რომ ახლა ასრულებენ მუშაობას იმ პორტატულ მოწყობილობაზე, რომელიც
ამ რადიოსიგნალების დაჭერას მოახერხებს. მათი თქმით ისინი არ აპირებენ მის მასიურ წარმოებას, თუმცა ვინ იცის რა მოხდება?! (
http://www.rg.ru/2008/04/11/biopasport.html).
”და ყვნეს ყოველნივე მცირენი და დიდნი და მდიდარნი და გლახაკნი და აზნაურნი და მონანი, - რაჲთა მიიღონ ბეჭედი ჴელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა. და რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაი. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონება, აღიპყარნ რიცხჳ იგი მხეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ ექუსას სამეოც და ექუს.” (გამოცხადება იოვანესი 13; 16-18).
ადამიანის საზოგადოებიდან განდევნა იმ მიზეზით, რომ იგი ითხოვს ალტერნატივას და თავისი ნებით უარს ამბობს მის-თვის მიუღებელ საბუთზე - ამორალური და დაუშვებელია. ამ საბუთის გარეშე ხომ ადამიანი მიდის ზღვართან, იძულებით არჩევანთან, რომლის გარეშე .ვერც იყიდის და ვერც გაყი- დისგ, რასაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დღეს დაუფარავად აცხადებს კიდეც. რა ქნას მოქალაქემ, რომელიც თავისუფალი ნებისა და სარწმუნოებრივი სინდისის გამო, რელიგიური ნიშნით არ იღებს ელექტრონულ საბუთებს, ათასობით ადამიანის გარიყვა, განა ზრუნვაა ერსა და თანამემამულეებზე? მსოფლიო მოწინავე ქვეყნები, ხომ თავის კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა დაცვის დემოკრატიული პრინციპებით თითოეულ ადამიანზე ზრუნავენ, და ისინი თუ თავიანთ მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში იცავენ ღირსებისა და უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მეტადრე რამდენად მეტი ზრუნვა გვმართებს ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომელთაც ყოფნა-არყოფნის საფრთხე ემუქრებათ საკუთარ ქვეყანაში!
რაც შეეხება რიცხვ 666.ს, რომელიც საერთაშორისო მაშტაბით უკვე მრავლად გვხვდება სხვადასხვა ორგანიზაციებში, საბაზრო ნაწარმსა თუ ტექნიკაზე, ეჭვს ბადებს ამ რიცხვის მაშტაბური რეკლამირება. საკითხავია, რას ისახავს მიზნად ასეთი ქმედება? ამ გლობალურ ჟამს გულუბრყვილონი ვერ ვიქნებით და თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ ამ რიცხვის ადამიანთა და განსაკუთრებით ქრისტიანთა ცხოვრებაში დამკვიდრების მცდელობა თითქოსდა შემთხვევით ხდებოდეს... ამ საკითხისადმი სერიოზულ მიდგომას ამჟღავნებს საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდიც, რომელიც გვაფრთხილებს, რომ დღეს ხმარებაში აქტიურად შემოსული ეს საკრალური რიცხვი, აპოკალიფსური მნიშვნელობის მატარებელი სიმბოლოა. რატომ ფრთხილობს ქრისტიანი ამ რიცხვთან მიმართებაში? პასუხი მარტივია - განა შეიძლება ქრისტიანმა სიფრთხილე არ გამოიჩინოს იმ ნიშნის მიმართ, რომელიც არამხოლოდ რელიგიური სინდისის შელახვას, არამედ სახარებისეული სწავლების მიხედვით წარწყმედას უქადის?
ათონის მთის წმიდა კინოტი წუხილით აღნიშნავს, რომ ცივილიზაციის განვითარების პროცესი ელექტრონული მოწყობილობების სრულყოფის სფეროში უშუალოდაა დაკავშირებული რიცხვ 666.თან, რომელიც ელექტრონულ ტექნოლოგიებში კოდურ რიცხვად გვევლინება. ელექტრონული სისტემის ამ მახასიათებელზე მეცნიერთა ნაშრომებიდანაც კარგადაა ცნობილი. იგივეს ადასტურებს ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის იგორ ბაშკიროვისა და უფროსი მეცნიერთანამშრომლის ვასილ ახრამეევის სამეცნიერო დასკვნა.
ათონის მთის წმიდა კინოტმა საბერძნეთის მთავრობას რეკომენდაციით მიმართა, რათა ქვეყნის ხელისუფლებას არ მიეღო ელექტრონული სისტემის კოდური რიც- ხვი 666. წმიდა კინოტის თვალსაზრისით მოსახლეობის ეს მოთხოვნა მთავრობის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ცვლილებებისას უნდა იყოს გათვალისწინე-ბული. არანაირი საბაბით არ უნდა დაიშვას, რომ რიცხვი 666 შეტანილი იყოს ქვეყნის საპასპორტო სისტემაში.
ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტის განცხადების თანახმად, ელექტრონული საბუთების შემოღებით ადამიანის პირად ცხოვრებაზე ხდება ტოტალური კონტროლის დამკვიდრება, რომელიც მის ღირსებას შეურაცხყოფს. მართლმადიდებლობას ემუქრება საშიშროება იქცეს კონტროლს დაქვემდებარებულ უმცირესობად.
ჩვენ ვიზიარებთ ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტის და სხვა მართლმადიდებლური ქვეყნების მოსაზრებებს, რომ პატრიოტიზმისა და სარწმუნოების ერთობა ნებისმიერ დროში ეროვნული თვითმყოფადობის შემანარჩუნებელ ძალას წარმოადგენდა. მართლმადიდებელი ადამიანი ყოველ- თვის სათუთად ეკიდებოდა სარწმუნოებასა და პიროვნების თავისუფლებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს.
ჩვენ ქრისტიანები არ ვუყურებთ ფანატიკურად ტექნიკასა და პროგრესს, როცა მას ადამიანი სასიკეთოდ იყენებს, ტელევიზია იქნება ეს, ვიდეო.აუდიო აპარატურა, კომპიუტერი თუ სხვა... მაგრამ თუ ადამიანი კი არ იყენებს ტექნიკას, არამედ მისი მსხვერპლი ხდება და ეს ტექნიკა ბოროტებას ემსახ- ურება . მაშინ ადამიანის ნების და თავისუფლების ხელყოფის ხარჯზე მოპოვებული ეკონომიკური თუ ადმინისტრაციული წინსვლა ღირს იმად, რომ ღვთისგან შექმნილი თავისუფალი კაცი მონად გადაიქცეს? დღეს თითქოს მიზანმიმართულად ხდება ამ ყველაფრის მიმართ მიჩვევა. ამას ცხადყოფს საზოგადოებრივ.საყოფაცხოვრებო ადგილებში ფულის მოსპობის მცდელობა და მისი ბარათებით ჩანაცვლება, რამეთუ ფული საგადასახადო საშუალებაა და ის ყველაზე მეტად საჭიროა ყოფიერ ცხოვრებაში ადამიანის არსებობისათვის. დაუშვებელია ასეთი მანიპულაციით ადამიანის ნების ხელყოფა მოახდინო და არსებობის აუცილებლობის გამო იგი მუდმივ კონტროლს მიაჯაჭვო. დღევანდელი იუსტიციის სახლების ასეთი მომრავლება სახეა იმ მიზანმიმართულობისა, რომელსაც სახელმწიფო სამწუხაროდ ყველანაირი ხერხით ახორციელებს ქვეყანაში, რათა მოქალაქეებს ელექტრონული ბარათები ააღებინონ, სამსახურებრივი იძულებით იქნება ეს თუ სხვა მრავალი დაინტერესებით...
დღეს ხშირად მოყავთ მაგალითები მობილური ტელეფონების შესახებ, რომ ისიც სწორედ იგივე მონაცემების მატარებელია, როგორც ID ბარათი. საბაბის მაძიებელნი სვავენ თითქოსდა ლოგიკურ კითხვას - მაშინ გადააგდეთ
მობილურებიც, ის ხომ იგივე ჩიპის მატარებელია? თუმცაღა მოვლენები წააგავს ერთმანეთს, მაგრამ პირობითად რატომ შეიქმნა განგაში სწორედ ID ბარათებზე და არა მობილურებზე ქვემოთ მოგახსენებთ: აქ არის საუბარი კონტროლის იმ მექანიზმზე, რომლის გარეშეც ყოფა-ცხოვრება არ შეგეძლება ვერც იყიდი, ვერც გაყიდი, რა ფუნქციაც მობილურს საერთოდ არ გააჩნია. მობილურით ვერავინ გაიძულებს რომ ყიდვა-გაყიდვა აწარმოო; საიდენტიფიკაციო ნომერი და ID ბარათები წინაპირობაა სხეულში ჩასადგმელი ინპლანტისა, რომლითაც საბოლოოდ უნდა მართონ ადამიანი, რასაც ვერ ვიტყოდით მობილურ ტელეფონებზე; ბარათებში update ფუნქციით შეეძლებათ ადამიანს შეუცვალონ ინფორმაცია, რითაც ზიანს მიაყენებენ მას - დაიჭერენ, კომპრომატს შეუქმნიან, რამეთუ ის ითვლება ოფიციალურ ინფორმაციად. მობილურში არც ოფიციალური ინფორმაციაა შესული და არც ეს საფრთხე ემუქრება მის მომხმარებელს; საზღვარზე გადასვლის ან სხვადასხვა კუთხეში ყოფნისას ID ბარათი შენი პიროვნების დამადასტურებელი საბუთია და მობილურით კი ოფიციალურად არსად არ წარსდგები; ID ბარათებით გიფიქსირებენ რას იყიდი, რა თანხა გაქვს, რა ოფიციალურ საბანკო თუ საყოფაცხოვრებო ოპერაციას ასრულებ ცხოვრების მანძილზე და ეს ყველაფერი აღიბეჭდება მონაცემთა ბაზაში, რა ფუნქციაც საერთოდ არ გააჩნია მობილურს.
ასე რომ თვალთვალი და მოსმენა ადრინდელ დროსაც იყო სხვადასხვა საშუალებებით შესაძლებელი - ათასნაირი მოსასმენი აპარატებით, თუ პერსონალური მეთვალყურეობით, მაგრამ ასეთი სახის კონტროლზე ადამიანი თავად არ აწერს ხელს და ეს არ არის ოფიციალური დოკუმენტი, ეს არის მეთვალთვალის ინიციატივა, მისი ცოდვა რითიც არ გვემუქრება ნების იძულებით ხელყოფა. თუმცა კონტროლის რაღაც მექანიზმი მობილურ კავშირებში და ინტერნეტ სივრცეებშიც შეიმჩნევა. ეს სხვადასხვა ქსელები მოსმენისა და ინფორმაციის გაჟონვის საშუალებად რომ არ იქცეს, უნდა დავიცვათ თავი ამისგანაც და სამომავლოდ ამ კუთხით შეიქმნას სხვადასხვა მექანიზმები - სახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იქნება ეს, კიბერნეტიკული სისტემის დაცვის საშუალებით, თუ პირადი ჩვენი სიფრთხილით, რომ საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ აღნიშნული ტექნიკა და არა 24 საათი ვიყოთ ამ ყველაფერში ჩართულნი. მაგრამ ერთი რამ უდავოა, რომ ტექნიკის ეს პროცესი ადამია-ნისთვის იმხელა საფრთხეს არ წარმოადგენს, როგორც ID ბარათები და ადამიანის სხეულში ჩასადგმელი ინპლანტი, რომლის გარეშეც ვიმეორებთ, რომ ვერც იყიდი და ვერც განსყიდი. ეს დრო შორს აღარ არის, რადგან ასეთი სახის ინპლანტების რეკლამა უკვე საქართველოს ტელევიზიებითაც შუქდება. ის ადამიანის მოუშორებელი მუდმივი ზედამხედველი იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე. მობილურის ID ბარათთან ოფიციალურად მიბმა კი, როგორც ეს იუსტიციის სამინისტრომ სამომავლო გეგმად წარადგინა, უკვე საშიშია, რამეთუ იგი ID ბარათთან ერთად იგივე ფუნქციას შეასრულებს და ოფიციალურ ძალას შეიძენს.
დღეს თანამედროვე ტექნიკის გამოყენებაზე პირადი სიფრთხილე გვმართებს... ტექნიკის უარყოფითი თვისებები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოვლინდება და თუ გააცნობიერებს ადამიანი, რომ 24 საათის განმავლობაში მის საუბარს უსმენენ ან ჩანაწერს უკეთებენ, ადვილი შესაძლებელია მობილურებთან მიმართებაში ადამიანმა შეცვალოს ასეთი ახლო დამოკიდებულება. ამ სახის ტექნიკასთან ბრძოლა კიდევ შეიძლება, ბოლოსდაბოლოს აღარ ატარებ ადამიანი მობილურს და ამას ვერავინ გაიძულებს, მაგრამ ID ბარათს და მეტადრე სხეულში ჩადგმულ ინპლანტს ვეღარაფერს უშველი - ის შენი ყოფა-ცხოვრების მთავარი სიმბოლო ხდება და მუდმივი თანამგზავრი.
დღეს საუბარია იმაზეც, რომ გარეგანი ბოროტება ვერ დააზიანებს ადამიანს შინაგანად. რაღათქმა უნდა ცალკე გარეგანი ქმედება დიდი არაფერია თუ შინაგანიც არ ერთვის, მაგრამ გარეგანს და შინაგანს შორის, როგორც ადამიანის სხეულსა და სულს შორის, რომ დიდი კავშირია, ამის უარყოფა ვგონებთ ყველაფრის უარყოფაა. ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა: ვიწერთ პირჯვარს იმიტომ, რომ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები - პირჯვრის გადაწერას გარეგანი სახე აქვს, მაგრამ გამოხატულებაა შინაგანისა; ვატარებთ ჯვარს და გამოვხატავთ ჯვრის ძალას, რომლითაც იძლია სიკვდილი; ვემთხვევით წმიდა ხატს და მივეახლებით მის პირველ სახეს; ვნათლავთ სამების სახელით სამჯერ წყლით და გადმოდის ადამიანზე სულიწმიდის მადლი ღვთისა, ან პირიქით როცა გარეგანი ქმედებით ჩავდივართ ცოდვას: არ ვმარხულობთ, ვჭამთ ნაკერპავს, ვატარებთ მწვალებლურ ნიშნებს - ამით ვღალატობთ ქრისტეს, ჩვენს სარწმუნოებას და ვაზიანებთ ჩვენს შინაგან სულიერებას, რისთვისაც საღვთო კანონებითაც ვისჯებით და ხილულადაც... იმის მტკიცება, რომ გარეგანი არ არის გამოხატულება შინაგანისა, ურწმუნოებაა და უარყოფაა უხილავისა, ასეთი მიდგომა კი ღვთის უარყოფამდე მიგვიყვანს, რაც მკრეხელობაა. ID ბარათები ავიღოთ და ინპლანტი კი არ ჩავიდგათ - სად არის ჭეშმარიტება? ასეთი ლოგიკით მაშინ ინპლანტიც უნდა ჩავთვალოთ გარეგანად, მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანის კანქვეშ იდგმება. თუ ადამიანს ეშინია გახდეს მართვადი და იქცეს რობოტად, მაშინ ამ ელექტრონული მართვის წინაპირობებიც უნდა გაითვალისწინოს... და დღეს რომ ბრძოლა მსოფლიოში რელიგიური ნიშნით მიდის და თუნდაც ამდენი ქვეყნის აღშფოთება ელექტრონული მმართველობის მიმართ შემთხვევითი რომ არ არის, ამას ვინც კარგად ჩაუკვირდება და სიმართლეს თვალს გაუსწორებს, აშკარად დაინახავს. ამ პატარა ბარათის აღების სანაცვლოდ თითქმის მთელ ამსოფლიურ სუფევას და პრივილეგიებს სთავაზობენ ადამიანებს...
"და კვალად მომავალ-არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ." საუკუნეების მანძილზე მოვლენები დროდადრო უახლოვდებოდა ბოლო ჟამს, მაგრამ არასოდეს ყოფილა რომ ასე ნათლად დაახლოებოდა იმ გარემოებას, რაც დღეს ჩვენს
თვალწინ ხდება და რომელიც აპოკალიფსით საუკუნეების წინ გვეუწყა. ადრეულ საუკუნეებშიც მუდამ ფრთხილობდნენ ცხონების მოსურნე ქრისტიანები, ამიტომაც სულის გადარჩენაზე და სოფლიდან გასვლაზე ფიქრი მათი მოღვაწეობის მთავარი მოტივი იყო. ეს სიფრთხილე არ არის ღვთისათვის უთნო განცდა, რომელიც ადამიანს სასოწარკვეთილებაში ჩაგდებას უქადის. უფალი მეორედ მოსვლისას, რომ საწინასწარმეტყველო ნიშნებს და მძიმე დრო-ჟამის დადგომას გვაუწყებს, სასოწარკვეთილებაში აგდებს ადამიანს? თუ გვაფრთხილებს და გვამზადებს, რომ ჟამი ახლო არს და მოვემზადოთ შეჭირვებისათვის, მოვინანიოთ ცოდვები, რათა სამუდამო სასჯელი არ მოვიმკათ და საბოლოოდ არ წარვწყმდეთ. სასოება, რომ არ უნდა დაკარგოს ქრისტიანმა და ღვთის შეწევნის იმედი ყველანაირ განსაცდელში უნდა ჰქონდეს _ ეს უნდა ვასწავლოთ ქრისტიანებს, რომ სასო არ წარიკვეთონ და არა ის, რომ საშინელი სამსჯავრო და მოწევნული ჟამი დავუმალოთ და ამგვარად ამაო განცხრომაში შევუწყოთ ხელი, რითაც შეიძლება დაიღუპნენ კიდეც და მერე გვიან იქნება... აი ამაზე კი ვინ იქნება პასუხისმგებელი, ეს არის ჩვენი სასულიერო პირების სატკივარი. ვინ არის ღვთის გულადი და სათნო მხედარი, ვისაც ეშინია, რომ ამსოფლიური საზრდო-ფუფუნება არ გამოელიოს, თუ ისინი, ვინც ფრთხილობენ ყველა ამ პროცესების მიმართებაში და ამაო წუთისოფელში ფხიზლად ელოდებიან შემოქმედს, რასაც წმიდა მამები უფრო მშვიდობიან დროსაც განიცდიდნენ. ახლა კი როგორც სერაფიმე როუზი ბრძანებდა: "ბევრად უფრო გვიანია, ვიდრე ჩვენ გვგონია".
სწორედ ადამიანის უმთავრესი ფასეულობის თავისუფალი ნების ხელყოფად შეაფასეს აღნიშნული სისტემის დანერგვის მცდელობა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში.
უკრაინის უმაღლესმა სახელისუფლებო ორგანომ "რადამ" გაითვალისწინა მრავალრიცხოვან მორწმუნეთა მოთხოვნები. ეკლესიის მიმართვის შემდეგ უკრაინის უმაღლესმა საბჭომ 16.06.1999 წელს მიიღო კანონი: "იმ პირებს, რომლებიც რელიგიური ან სხვა მოსაზრებების გამო უარს ამბობენ საიდენტიფიკაციო კოდის მიღებაზე, შეუნარჩუნდებათ ადრე არსებული გადასახადების გადახდის ფორმა. მათზე არ მიიღება ძალდატანების ზომები ან ადმინისტრაციული ზემოქმედება".
მოლდოვეთის მთავრობამ მორწმუნე მრევლის მოთხოვნათა საფუძველზე მოქალაქეებს ალტერნატიული საბუთების მიღების შესაძლებლობა დაუტოვა. მოლდოვის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირის სამინისტრომ განაცხადა: ,,მოლდოვაში ის ადამიანები, რომლებიც ახალ ელექტრონულ პასპორტებზე უარს რელიგიური მოსაზრებების გამო ამბობენ, სახელმწიფოს მიერ პირადობის მოწმობებს საიდენტიფიკაციო ნომრის გარეშე აიღებენ. დროებითი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დამატებითი ბიომეტრიული მონაცემების გარეშე გაიცემა ეკლესიის მრევლის თხოვნის საფუძველზე და მას იგივე ძალა ექნება, რაც ჩვეულებრივ პირადობის მოწმობას."
(
http://www.allmoldova.com/moldova-news/1249058327.html)
დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინმა, რომელიც რუსეთის სინოდის ერთ.ერთი განყოფილების თავმჯდომარეა განაცხადა: ,,ვფიქრობ რომ ხალხს, რომელიც არ ეთანხმება მთავრობის ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვა შეუძლია. განყოფილება ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობის საკითხებზე მუშაობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ აპირებენ აღნიშნული საბუთების აღებას, არ უნდა განიცდიდნენ სოციალურ დისკრიმინაციას. მათთვის ისევე ხელმისაწვდომი უნდა დარჩეს სამედიცინო დახმარება, პენსიები და სხვა ყოფითი საშუალებები "შემთხვევითი არაა, რომ ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორიცაა ბრიტანეთი და გერმანია, უარს ამბობენ მსგავსი ბარათის დაკანონებაზე და საერთოდაც სპეციალისტთა აზრია, რომ ინფორმაციის დაცვისათვის არაა აუცილებელი .ყველა კვერცხის ერთ კალათში მოთავსება."
ბრიტანეთის მთავრობას შემუშავებული ჰქონდა სპეციალური პროექტი, რომლის მიხედვითაც 2007 წლიდან ბრიტანეთის მოქალაქეს სავალდებულო წესით ელექტრონული პირა18
დობის მოწმობა უნდა აეღო. თანდართულ ჩიპზე იქნებოდა დატანებული პირადი ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ, მათ შორის . სიმაღლე, თვალის ფერი, თითის ანაბეჭდები, მონაცემები საცხოვრებელი ადგილისა და მისი შეცვლის შესახებ. მთავრობამ აღნიშნული პროექტი 4,5 მილიარდ ფუნტად შეაფასა, მაგრამ ბრიტანეთის ზოგიერთი ოფიციალური მაღალჩინოსანი ღიად გამოვიდა ამ პროექტის წინააღმდეგ.
ბრიტანული კონტრ-დაზვერვის MI.5-ის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა სტელა რიმინგტონმა განაცხადა: "ეს პირადობის მოწმობები ვერ იქნება გარანტი ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. აღმოჩნდა, რომ ათასობით მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები ხელმისაწვდომი იქნებოდა 265 სამთავრობო დეპარტამენტისა და 48 ათასი აკრედიტირებული კერძო კომპანიებისათვის. როდესაც ხელისუფლების სათავეში კონსერვატორები და ლიბერალ.დემოკრატები მოექცნენ, მათ აღნიშნული პროექტი შეაჩერეს."
ბოლოს ელექტრონული ტიპის საბუთებზე უარი განაცხადა ბრიტანეთმა, სადაც ქვეყნის პრემიერ მინისტრმა დევიდ ქემერონმა ეს კანონპროექტი გააუქმა: "ათასი გზა არსებობს ელექტრონული სივრცე რომ შევავსოთ. პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია სხვა მრავალი გზით არის შესაძლებელი. თანხები სჯობს უფრო მნიშვნელოვან სფეროებზე დაიხარჯოს. ჩვენთან არ საჭიროებს ეს ბარათები".
საფრანგეთის მაგისტრატურის მუშაკთა პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა კომ ჟაკმენმა განაცხადა: |ელექტრონული საბუთების ამოქმედება საზოგადოებაზე პოლიციური ზედამხედველობის გაძლიერებას გულისხმობს. დღეისათვის პოლიციას 1,8 მილიონი ადამიანის თითის ანაბეჭდები აქვს, ხოლო ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების შემდეგ მათ ექნებათ 65 მილიონი ადამიანის პირადი მონაცემები, რაც ფაქტიურად ქვეყნის მთელ მოსახლეობას მოიცავს.| ეს არგუმენტები ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიების ეროვნულმა კომისიამ გაითვალისწინა.
ამ მოთხოვნის სერიოზულობის გასამყარებლად მოვიყვანეთ განვითარებული, თავისუფლებისმოყვარე ქვეყნების მაგალითები, რომელთა კონსტიტუცია ადამიანის მთავარი ღირსებისა და ფასეულობის . პირადი თავისუფლების შენარჩუნების პრინციპზეა დამყარებული.
მსოფლიო ერთა შორის თავისი მოკრძალებული
ადგილი უკავია, ჩვენს სამშობლოს საქართველოს. მისი კულტურა და ისტორია ცხადყოფს, თუ რამდენად მტკივ-ნეულია მისთვის მონობაში გატარებული წლები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიას შავ ლაქად ამჩნევია.
თუკი ტრადიციული ქვეყნები, მათი სახელმწიფო ინსტიტუტები და კონსტიტუცია თავისუფალი ნების პრინციპზეა დაფუძვნებული, მეტადრე მორწმუნე და ქრისტიანი ერი განა უზენაესად არ უნდა აყენებდეს აღნიშნულ ფასეულობას?
კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის ამბობს:
,,სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფეროში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები."
რა არის სახელმწიფო, თუ არა ზრუნვა საკუთარ ერზე და მის ტრადიციებზე, მეტადრე ქვეყნისა და მოქალაქის თავისუფლების დაცვაზე. არის ღირებულება, რომელიც შეუფასებელია და აუწონავი . ასეთი ღირებულებაა ქართველი და მართლმადიდებელი კაცისათვის თავისუფლება. ან რას ფიქრობს სახელმწიფო, თუ მოქალაქე ხელს არ მოაწერს ამ საბუთზე? რა ელოდება მას მომავალში... თუ ჩვენს თვალწინ ხდება მცირე რელიგიის უფლებების გათვალისწინება, სხვა რელიგიის აღმსარებლებლები გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდასთან დაკავშირებით თუ სხვა, მით უმეტეს ქართველების და მართლმადიდებლების უფლებები რატომ უნდა იყოს დამცრობილი საკუთარ ქვეყანაში?
ეკლესია ვერ შეეგუება მისი მთავარი ღირებულების - თავისუფალი ნების ხელყოფას. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს მორწმუნეთა მოთხოვნა, როდესაც საქმე სააღმსარებლო საკითხებს ეხება და ვერ დარჩება გულგრილი აღნიშნულ პრობლემებთან მიმართებაში. ეკლესია თავისუფალია ჭეშმარიტებაში, ქრისტეში, თუ იგი ამ თავისუფლებას დაკარგავს, იგი დაკარგავს თავის სულიერ ფუნქციას. ეკლესია ვერ ჩათვლის ამ პრობლემებს მეორე და მესამე ხარისხოვან საკითხებად. ღმერთსა და მის ქმნილ კაცს შორისაც დამოკიდებულება თავისუფალია, კაცი თავისი ნებით ადიდებს მას. არც ერთ სახელმწიფოებრივ აპარატს არა აქვს ადამიანის გაკონტროლების უფლება. .ხოლო ჩვენ, ძმანო, არა ვართ შვილნი მხევლისანი, არამედ აზნაურისანი, აზნაურებითა მით, რომელითა ქრისტემან ჩვენ განგვააზნაურა, მტკიცედ დეგით ნუ კვალად უღელსა მას მონებისას თავს-იდებთ". (მოც. პავლე გალ. 4,31-5,1). ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ პირს, მთელი სერიოზულობით და გულისყურით გადახედონ აღნიშნულ საკითხს, განხილული არგუმენტების გათვალისწინებით. ელექტრონული საბუთები სასტიკად ლახავს ჩვენს როგორც კონსტიტუციურ, ისე ადამიანურ უფლებებს და რელიგიურ მრწამსს. მართლაცდა განსხვავებული აზრის გამო მოქალაქეები არ შეიძლება აღმოჩნდნენ სახელმწიფოსგან გარიყულნი. ღვთის ხატად შექმნილი ადამიანის ნებაში ჩარევა, ზომბირება და მისი კეთილი ნების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა ბოროტებაა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ პროექტში მიმართავს ხელისუფლებას ზემოაღნიშნულ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით:
საქართველოს მოქალაქეებზე შეწყდეს ელექტრონული საბუთებით (ID ბარათებით, ბიომეტრიული პასპორტებით, ნებისმიერი საბანკო, საყოფაცხოვრებო თუ სატრანსპორტო პლასტიკური ბარათებით...) ადმინისტრაციული იძულება და შეიქმნას ყველა მიმართულებით ალტერნატიული საბუთები . სახელმწიფოში ყველგან შენარჩუნდეს ფულის ერთეულით გადახდა. ყველა ეს პროცესი, სხვადასხვა ბარათების შექმნა
იქნება ეს თუ ამ ბარათებით ფულის ერთეულით გადახდის უალტერნატივო ჩანაცვლება, ადმინისტრაციული იძულების გზით მიზანმიმართულია ელექრონული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ლახავს ადამიანში მთავარ ღირებულებას . პირად თავისუფლებას, რელიგიურ სინდისს და ღვთის უზენაეს ხატებას.
აუცილებლად გასათვალისწინებელია სხვა ქვეყნების მაგალითები, განსაკუთრებით უკრაინისა და მოლდოვეთის მთავრობებისადმი მართლმადიდებელთა მოთხოვნა, რომ შემდგარიყო ისეთი ალტერნატიული საბუთებიც, სადაც მოქალაქეს არ ექნებოდა არა თუ ჩიპი, არამედ საიდენტიფიკაციო ნომერიც, რადგან ეს არც მათი სახელმწიფოს ინტერესებში შედიოდა და ასეთი სახით დანომვრა კი ელექტრონული მმართველობის ძირითად პროცესად ჩაითვალა. აღნიშნულმა სახელმწიფოებმა დააკმაყოფილეს მართლმადიდებელთა ეს მოთხოვნა და დაუშვეს ალტერნატივა. ჩვენც ვეთანხმებით, რომ საიდენტიფიკაციო ნომერი ელექტრონული მმართველობის კოდურ რიცხვად და ძირითად ბერკეტად გამოიყენება, ხოლო რადგან საქართველოშიც არის მსგავსი მოთხოვნები, ასეთ მოქალაქეებზე ანალოგიურად უნდა დაიშვას ალტერნატივა და საიდენტიფიკაციო ნომრის გარეშეც გაიცეს ყოფა.არსებობისთვის აუცილებელი საბუთები.
ზემოაღნიშულ საბუთებში სასტიკად უნდა გამოირიცხოს რიცხვი 666 . ღიად თუ ფარულად, შეუნიღბავად თუ შენიღბულად.
ყველანაირი ლოგიკით და კრიტერიუმით ხელისუფლების მიერ შესრულებული უნდა იყოს სასულიერო პირებისა და მრევლის ზემოაღნიშნული მოთხოვნები, მართლმადიდებელი მოსახლეობის სურვილი და ხელმოწერები საქართველოში არ უნდა იყოს უგულებელყოფილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში ჭარბად არის გათვალისწინებული სხვა რელიგიათა სტატუსი თუ პრივილეგიები.
ვიმედოვნებთ ახლო მომავალში დაკმაყოფილებული იქნება მართლმადიდებელთა სამართლიანი მოთხოვნები.
მოლდოვეთის ხელისუფლებამ მართლმადიდებელი ეკლესიის მოთხოვნა დააკმაყოფილა
„გაითვალისწინა რა მართლმადიდებელი მრევლის მოთხოვნები, მოლდოვის მართლმადებელმა ეკლესიამ თხოვნით მიმართა კომპეტენტურ ორგანოებს, რათა მათ მონაცემთა აღრიცხვის თანამედროვე ტექნოლოგიების ფუნქციონირების მეთოდები განემარტათ. გარდა ამისა, სინოდმა მიმართა შესაბამის ორგანოებს, რათა ქვეყანაში უჩიპო ბიომეტრიული საბუთების ალტერნატიული ვარიანტის გაცემის შესაძლებლობა დარჩენილიყო“.
მართლმადიდებელთა თვალსაზრისით ელექტრონული პასპორტები ანტიქრისტიანულ სიმბოლიკას, მხეცის ნიშანს 666 შეიცავენ. აღრიცხვის ამგვარი მეთოდი „პიროვნების ტოტალური კონტროლის საშუალებას“ იძლევა. ამ და სხვა კონსტიტუციური დარღვევების წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლები აცხადებენ პროტესტს. მოლდოვეთის მიტროპოლიის იურისტმა ელენა ბიტკემ განაცხადა, რომ ხელისუფლების ეს ინიციატივა მიზნად ისახავს „თითოეული ადამიანის ქმედების გაკონტროლებას“. ამრიგად მისივე სიტყვებით ირღვევა მოქალაქეთა უფლება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თვალსაზრისით.
„ჩვენთვის აზრი არავის უკითხავს. ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ ამგვარი ქმედება ადამიანის უფლებებს არღვევს, ამ შემთხვევაში - პირადი ხასიათის მონაცემთა დაცვის უფლებას. თუკი მოქალაქეებს არ სურთ ბიომეტრიული პასპორტების მიღება, ამის დაძალება დაუშვებელია. მათ ალტერნატივის უფლება უნდა მიეცეთ“, - განმარტა ბიტკემ.
მოლდოვეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამინისტრომ მხედველობაში მიიღო მართლმადიდებელ ქრისტიანთა ჯგუფური მოთხოვნები, რომლებიც ბიომეტრიული პასპორტების მასიურად გაცემის წინააღმდეგ გამოვიდნენ. სამინისტრომ ბიომეტრიული საბუთების ნაცვლად ყველა მსურველს ალტერნატიული დოკუმენტი შესთავაზა. ბიომეტრიული პასპორტის ალტერნატიული
ვარიანტი მოლდოვეთის ტერიტორიაზე ქვეყნის შიდა პასპორტის თანაფარდია.
ელადის ეკლესიის წმიდა სინოდისა და ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტის სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები და მიმართვები ელექტრონულ მმართველობასთან და “მოქალაქის ელექტრონულ ბარათთან” დაკავშირებით
ელადის ეკლესიის წმიდა სინოდის განცხადება
1993 წლის 9 მარტი
ელადის ეკლესიის მუდმივმოქმედმა წმიდა სინოდმა 1993 წლის 8 მარტის
კრებაზე განიხილა მართლმადიდებელთათვის ფრიად მნიშვნელოვანი
საკითხები, კერძოდ კი: ახალ ელექტრონულ პასპორტებში, რომლის
ხმარებაში შემოტანა ახლო მომავალშია დაგეგმილი, იმ გრაფის არარსებობა,
სადაც პიროვნების აღმსარებლობაა აღნიშნული. სხვა მრავალ ქვემოთ
ჩამოთვლილ მიზეზებთან დაკავშირებით წმინდა სინოდის კრებაზე უფრო
დიდმნიშვნელოვნად განიხილეს საკითხი – თუ რამდენად საჭიროა ქვეყანაში
ასეთი ახალი ტიპის ელექტრონული პასპორტების შემოღება.
წმ. სინოდმა სასწრაფოდ შექმნა სპეციალური კომისია, რომელმაც
საგულდაგულოდ შეისწავლა ამ პრობლემებთან დაკავშირებული
საკითხები და 1993 წლის 3 თებერვალს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის
კეფალოიანისის თანდასწრებით შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:
1. ეკლესია აცნობიერებს რომ ქვეყანა განიცდის ღრმა კრიზისს და
იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, რომელიც გარეშე მტრების
მიერ მიზანმიმართულად ორგანიზებულ ზეწოლაში გამოიხატება. ეს
ძალები ხალხის სულიერი სიწმიდისა და სარწმუნოების შებღალვის გზით
საბერძნეთის საბოლოოდ დამონებას ცდილობენ.
2. იმისათვის, რათა ხალხმა შეძლოს ამ აგრესიასთან გამკლავება, ერს უპირველესყოვლისა მართლმადიდებლობის სახით მყარი სულიერი საყრდენი უნდა ჰქონდეს. სწორედ პატრიოტიზმისა და მართლმადიდებლობის ერთობა ბერძენ ხალხს თავისი ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებელ ძალას აძლევდა, რასაც მოწმობს კიდეც საბერძნეთის წარსული ისტორია.
3. მართლმადიდებლობასთან კავშირის გაწყვეტა გამოიწვევს ბერძენი ხალხის ასიმილაციას, საკუთარ ქვეყანაში მის გაიგივებას სხვა ხალხებთან
- ათქვეფას. სწორედ ამიტომ, ამ მცდელობისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება მხილებული და უარყოფილი უნდა იქნას, როგორც ბერძენთათვის სრულიად მიუღებელი მისწრაფება.
4. აშკარაა, რომ აღმსარებლობის, იგივე სარწმუნოების განმსაზღვრელი გრაფის ამოღება ახალ პასპორტებში ზემოთ აღნიშნულ მიზნებსა და მიმართულებებს ემსახურება. მსგავსი ნაბიჯების საფუძველზე ჩვენი ქვეყნის მთავრობა, ბერძენი ხალხის გაიგივებას, განსხვავებული რელიგიის მქონე ევროპულ ქვეყნებთან ცდილობს. აღნიშნული ქმედებების განხორციელების შემდეგ კი ხალხი ნელ-ნელა დაკარგავს ისტორიულად ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ძვირფას ღირებულებას - სარწმუნოებას.
5. აცნობიერებს რა პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე ეკლესია ხელს ვერ შეუწყობს ზემოთაღნიშნულ ტენდენციებს. ეკლესია მოითხოვს, რომ ყველა ბერძენს საბუთებში ჰქონდეს დართული “აღმსარებლობის“ აღმნიშვნელი გრაფა. ამ მოთხოვნით ეკლესია წინ აღუდგება საზოგადოებაში საწინააღმდეგო აზრის გავრცელების მცდელობას და განმარტავს, რომ აღნიშნული გრაფის არსებობა პასპორტში აბსოლუტურად არ ეწინააღმდეგება საბერძნეთის კონსტიტუციას, არ ხდება მრევლის შევიწროება სარწმუნოების დოგმატებისა და კეთილზნეობრიობის ნორმების დაცვისას. უფრო მეტიც, დემოკრატიულ საბერძნეთშიმორწმუნეებს მეტი რელიგიურითავისუფლება აქვთ მინიჭებული და გარკვეულ შემთხვევებში სახელმწიფოსაგან მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დადგენილი შეღავათითაც სარგებლობენ.
ამავე დროს, წმიდა სინოდი აცნობიერებს რა ახალი ტიპის პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებული საკითხების უდიდეს მნიშვნელობას, მღელვარებით დასძენს, რომ თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების უსაზღვრო შესაძლებლობები, ინფორმაციის გაჟონვისა და დამახინჯების საფრთხესაც წარმოშობს. განვიხილოთ ელექტრონული ბარათის მაგალითი: ბარათზე დატანებულია ელექტრონული ზოლი, რომელზეც შეტანილია ელექტრონული ბარათის მფლობელის ყველა პიროვნული მახასიათებელი. შეუიარაღებელი თვალით ამ ინფორმაციის დანახვა შეუძლებელია, ამიტომაც მის შესახებ არაფერი ეცოდინება თავად ელექტრონული ბარათის მფლობელს, სამაგიეროდ მისი წაკითხვა შესაძლებელი იქნება შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობებისათვის, რომელთაც სახელმწიფო ორგანოები ფლობენ.
ზემოთ აღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით, ეკლესია თვლის, რომ დაუშვებელია იმ ტიპის პასპორტების გამოშვება, რომლებიც მოქალაქეთა პირად თავისუფლებას შეზღუდავენ. სწორედ ამ მიზეზის გამო ელექტრონული პასპორტები უარყვეს ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა.
ელადის ეკლესიის წმიდა სინოდის გზავნილი, რომელიც რიცხვ
666 და ელექტრონულ ბარათებს ეხება.
#2626 1997 წლის 7 აპრილი.
კეთილმორწმუნე ბერძენ ხალხს!
ქრისტესმიერ საყვარელნო შვილნო, დაე გფარავდეთ მადლი ყოვლისშემძლე
უფლისა.
ელადის ეკლესიის წმიდა სინოდი შეშფოთებულია იმ გარემოებით,
რომ ბოლო დროს ბევრს წერენ, ლაპარაკობენ და მოქმედებენ შენგენის
შეთანხმებასთან დაკავშირებულ პრობლემათა განხილვაზე. აღნიშნული
საკითხების შესწავლაში ეკლესიამ ქრისტეს სიტყვებით იხელმძღვანელა:
,,მიეცით კეისარს კეისრისა და ღმრთისა ღმერთს”.
“მიეცით კეისარს კეისრისა” - ისევე როგორც, თითოეული კეთილგონიერი
ქრისტიანი, წმიდა სინოდიც თვლის, რომ საგარეო პოლიტიკისა და შინაგანი
უსაფრთხოების საკითხები, მიწიერ ცხოვრებაში ხალხის კეთილდღეობის
უზრუნველყოფას ემსახურება. ეს პროცესები სახელმწიფო ხელისუფლების
მიერ რეგულირდება, ხელისუფლება კი თავის მხრივ პასუხისმგებელია ხალხის
წინაშე და ვალდებულია იბრძოლოს მისი თავისუფლებისა და უფლებების
დაცვისათვის, ქვეყნის აყვავებისათვის.
გარდა ამისა, წმიდა სინოდი, ისევე როგორც საბერძნეთის თითოეული
მოქალაქე ფლობს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას თვალყური
ადევნოს ქვეყანაში პიროვნებისა და საზოგადოების უფლებათა დაცვას.
აქედან გამომდინარე წმიდა სინოდი ასკვნის, რომ აღნიშნულ თემასთან
დაკავშირებული ყველა განმარტება ბუნდოვანია. წმიდა სინოდი მიმართავს
მთავრობას, რათა მან კომპეტენტურობისა და ვალდებულებების ფარგლებში
კიდევ ერთხელ გადახედოს არსებულ საკითხებთან დაკავშირებულ
პრობლემებს და გამჭვირვალე ახსნა-განმარტება მისცეს თითოეულ მათგანს.
ამ ყველაფერთან ერთად, სახელმწიფომ უნდა დაიცვას პიროვნება
მისი პირადი მონაცემების ელექტრონული დამუშავების საფრთხისგან.
ასევე კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების ფარგლებში შეიტანოს
ყველა აუცილებელი შესწორება ხმის მისაცემად გამზადებული კანონის
გასაუმჯობესებლად.
გარდა ამისა, წმიდა სინოდი აღნიშნავს, რომ შენგენის შეთანხმებასთან
დაკავშირებულ კანონთან მიმართებაში კვლავ აქტუალურია ანტიქრისტეს
ბეჭდის თემა, რომლის შესახებაც აპოკალიფსის წიგნი მოგვითხრობს. რადგანაც
ეს თემა პირდაპირ კავშირშია ქრისტიანული სარწმუნოებისა და ადამიანის
გადარჩენის საკითხებთან, წმიდა სინოდი თვლის - რომ მას აქვს თავისი
პოზიციის გამოხატვის უფლება ამ თემის ყველა ასპექტთან მიმართებაში, ანუ
“ღმრთისა - ღმერთს”.
წუხილით ავღნიშნავთ, რომ ცივილიზაციის განვითარების პროცესი
ელექტრონული მოწყობილობების სრულყოფის სფეროში უშუალოდაა
დაკავშირებული რიცხვ 666-თან, რომელიც ელექტრონულ ტექნოლოგიებში
კოდურ რიცხვად გვევლინება. ამ ციფრს ბიბლია გარკვევით უწოდებს
ანტიქრისტეს რიცხვს და მის შესახებ დაწერილიც მრავლად არის და
ნათქვამიც.
ჩვენი ეკლესია აღიარებს, რომ ქრისტეს ბეჭედი არ არის მარტოოდენ
გარეგანი სიმბოლო, არამედ ეს არის სულიწმიდის მადლის მომნიჭებელი
ძალა, რომელიც წმინდაყოფს ადამიანს, რომელზეც მისივე ნებით ნათლობის
წმიდა საიდუმლოებისა და მირონცხების საიდუმლო აღესრულება. ყოველივე
ეს მას ღმრთის შვილად ქმნის და ხდის ,,ქრისტეს ბეჭდის” მატარებლად.
ვისაც ეს ბეჭედი აქვს მინიჭებული, ვინც იცავს მას - აღიარებს და ჰქადაგებს,
რომ ქრისტე ღვთის შვილია, რომელიც მოვიდა ამ ქვეყნად, ხორცი შეისხა და
განკაცდა ჩვენი სულების ხსნისათვის და არ არსებობს ისეთი სახე ბეჭდისა,
რომელიც შეცვლის ქრისტეს ბეჭდის ძალას.
რაც შეეხება ანტიქრისტეს ბეჭედს, ეს არის რიცხვი 666, რომელზეც
გადმოგვცემს აპოკალიფსი, ესეც არ არის გარეგანი სიმბოლო, არამედ ეს იქნება
ნებაყოფლობითი უარყოფა სული წმიდისა და მისგან მონიჭებული მადლისა,
უარყოფა რწმენისა, რომ იესო ქრისტე ღვთის შვილია და სამყაროს მხსნელი.
ამის შესახებ ბევრი რამ არის დაწერილი წმიდა და ღვთივგანბრძნობილი
მამების მიერ.
აპოკალიფსიდან ცნობილია, რომ რიცხვი 666 უდაოდ არის ანტიქრისტეს
რიცხვი. ჭეშმარიტი ქრისტიანი გულგრილად არ უნდა მოეკიდოს იმ
ფაქტს, რომ ეს რიხვი ძალდატანებით და სისტემატურად ფეხს იკიდებს
და მკვიდრდება ბერძენი ხალხის ცხოვრებაში, რომლის დიდი ნაწილი
მართლმადიდებლობის მიმდევარია. რაღა თქმა უნდა, რიცხვი 666 თავისთავად
არ არის სულიერი მნიშვნელობის სიმბოლო, როდესაც ის სქელტანიანი
წიგნის გვერდების სათვალავში გვხვდება, ან წარმოადგენს რეგისტრაციის
რიგობით ნომერს. და მაინც, წინააღმდეგობრივად გვეჩვენება ის ფაქტი, რომ
ერთმხრივ ჩვენი ქვეყანა თავის მთავარ ღირებულებად ქრისტეს ბეჭედს
თვლის, ანუ მართლმადიდებელ რწმენასა და წმინდა სამებას. მისი სახელის
თაყვანისცემაზე ჩვენი კონსტიტუცია და პატიოსანი ჯვარია დაფუძნებული,
იგია ჩვენი დროშა და ფარი. მეორეს მხრივ კი ჩვენ, როგორც სახელმწიფო
და საზოგადოება ვიღებთ ცხოვრების ისეთ წყობას და კანონებს, რომელთაც
პრაქტიკულად მივყავართ სახელმწიფოში იმგვარი ელექტრონული სისტემის
დანერგვისკენ, სადაც ძირითად ელემენტად კოდური რიცხვი 666 გვევლინება
– ხომ არ არის ეს ღვთის სიტყვის უგულვებელყოფა? ამ ყოველივეს ჩვენი
მართლმადიდებელი ქრისტიანი ხალხი პროვოკაციის გზით ცდუნებისკენ
ხომ არ მიჰყავს?
წინასწარ ვხედავთ, რომ ბევრი ადამინი არ დაეთანხმება ჩვენს ამგვარ
მიდგომას და საუბედუროდ მათ შორის ისეთი ადამიანები იქნებიან, რომლებიც
ეკლესიის ავტორიტეტს არ აღიარებენ. აი რატომ თვლის წმიდა სინოდი, რომ
ქვეყნის ხელისუფლებისა და პოლიტიკური მუშაკებისადმი რეკომენდაციები
და მიმართული განცხადება დროულია:
1) სახელმწიფომ უარყოს და არ მიიღოს ელექტრონული სისტემის კოდური
რიცხვი 666. მოსახლეობის ეს მოთხოვნა მთავრობის მიერ განხორციელებული
ნებისმიერი ცვლილებისას უნდა იქნას გათვალისწინებული.
2) მივმართოთ ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელებს, რომლებმაც
თუმც გამოაცხადეს საკუთარი თავი დემოკრატიულ ქვეყნებად, მაგრამ მათი
უმეტესობა რელიგიურად მაინც ქრისტიანულ ქვეყნებად ითვლებიან _ ქრისტიანული კულტურით. ამ ქვეყნებმა ოფიციალურად უნდა აღძრან რიცხვ
666-ის ცენტრალურ ელექტრონულ სისტემაში სხვა კოდური რიცხვით შეცვლის საკითხი. ნუთუ ამგვარი ცვლილება შეუძლებელია ასეთი ელექტრონული პროგრესის ჟამს?
3) არანაირი საბაბით არ დავუშვათ, რომ რიცხვი 666 შეტანილი იქნეს საპასპორტო სისტემაში. გრაფა “აღმსარებლობა” კი სავალდებულო წესით დარჩეს საბუთებში.
ელადის ეკლესის წმინდა სინოდის გზავნილი.
#2641 1998 წლის 9 თებერვალი.
ღვთივსათნო მართლმადიდებელ ბერძენ ხალხს.
ქრისტესმიერ საყვარელნო შვილნო, ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი 1997 წლის 8 დეკემებერს საბერძნეთის ტერიტორიაზე მომხდარი შენგენის შეთანხმების საკითხების ნაწილობრივ შესრულებასთან დაკავშირებით, მოგმართავთ ახსნა-განმარტებით, რადგან გვსურს თქვენი სულიერი განმტკიცება. ვიცით რომ ბევრ თქვენგანს აღელვებს თუ როგორ მოხდება ამ შეთანხმების ცხოვრებაში დამკვიდრება.
ამ აღელვებას საფუძვლად უდევს, ერთის მხრივ ამ შეთანხმების შესახებ ინფორმაციის უქონლობა. მეორეს მხრივ კი ფიქრები იმის შესახებ, რომ ამ შეთანხმების საშუალებით სახელმწიფო ცდილობს ადამიანის პირად ცხოვრებაზე კონტროლის ტოტალიტარული სისტემის დამკვიდრებას, რომელიც მის ღირსებას შეურაცხყოფს.
გარდა ამისა, შენგენის შეთანხმების ცხოვრებაში გატარების საკითხს თან ახლავს სერიოზული სულიერი პრობლემები: ანტიქრისტე, მისი ბეჭედი, რიცხვი 666რომელიც იწვევს შფოთსა და უამრავ კითხვას მორწმუნეებში – ისინი სულიერი მოძღვრებისაგან საფუძვლიან ახსნა-განმარტებებს ელოდებიან.
1. წმიდა სინოდს არ შეუძლია კონსტატაცია არ გაუკეთოს იმ ფაქტს, რომ საბერძნეთის მოქალაქეები არ არიან ინფორმირებულნი საბერძნეთის პარლამენტის მიერ შენგენის შეთანხმების მიღების შესახებ.
2. ამ შეთანხმების მიზანი, როგორც ეს მის ძირითად ნაწილშია აღნიშნული, წარმოადგენს ადამიანთა მიმოსვლის უზრუნველყოფასა და ფასეულობათა გადატან-გადმოტანას სახელმწიფოებს შორის, რაც ერთ მთლიანობას ქმნის საზღვრის გახსნისა და სასაზღვრო კონტროლის გაუქმების შემდეგ. შეთანხმების ტექსტში მითითებულია, რომ მისი ძირითადი მიზეზი არის ორგანიზებული დამნაშავეობის შემცირება და მასზე კონტროლის განხორციელება. აგრეთვე კანონმორჩილი, მშვიდობიანი ადამიანების ინტერესების დაცვა.
3. მიუხედავად მოსალოდნელი სიკეთისა, ამ შეთანხმების შედეგი დაფუძნებულია იმგვარ მეთოდებსა და მექანიზმებზე, რომლებიც მიმართულია მოქალაქეების თავისუფლებისა და მოვალეობების წინააღმდეგ.
ინფორმაციის ელექტრონული სისტემა ,,შენგენი” მიზნად ისახავს შეკრიბოს, დაამუშაოს და გამოიყენოს ინფორმაცია იმ მოქალაქეების პირადული ცხოვრების შესახებ, რომელთაც პოლიცია თვლის საეჭვოდ, ან სინამდვილეშიც არიან ასეთები.
შენგენის დადგენილებათა თანახმად სამართალდამცავ სისტემაში შემოდის
რაღაც ახალი, მაგალითად ე.წ. ,,ტაქტიკური თვალთვალის” მეთოდი იმ
პირებზე, რომლებიც ხელისუფალთა აზრით მომავალში განახორციელებს
კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, ან შედგება გამოუსადეგარ პირთა სია,
რომელთაც არ შეუშვებენ შენგენის ქვეყნებში და ეს ყველაფერი კეთდება
მხოლოდ და მხოლოდ ეჭვების საფუძველზე.
4. გარდა ამისა შენგენის მიერ დადგენილ “იდეალურ წესრიგში”
მართლმადიდებლობას ემუქრება საშიშროება, იქცეს კონტროლს
დაქვემდებარებულ უმცირესობად, რომელიც ანტიმართლმადიდებელი და
ანტიბერძნული ძალების ხელში ნადავლად იქცევა, თანაც ამ შეთანხმების
განხორციელების პირველივე ნაბიჯებმა აჩვენა, რომ ის გამოგვყოფს ჩვენ
ერთმორწმუნე ბალკანელი ხალხისაგან.
5. შენგენის შეთანხმების შესახებ ამა თუ იმ ფორმით აზრი გამოთქვეს
სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა,
მეცნიერების წარმოჩინებულმა მუშაკებმა, როგორც საბერძნეთში, ისე სხვა
ქვეყნებშიც.
ევროპის პარლამენტიც კი 1992-1997 წლების დადგენილებებში აღნიშნავდა
ფაქტს, რომ შენგენის შეთანხმების განხორციელებისას ადგილი ჰქონდა
“საჯაროობის უქონლობასა და დემოკრატიის კონტროლს” და მოითხოვდა
ზომების მიღებას მომავალში ამგვარი სიტუაციების აღსაკვეთად.
ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის წმ. სინოდი დაჟინებით მოითხოვს
დაუყოვნებლივ გადახედულ იქნეს კანონი #2472/97/
1. შენგენის შეთანხმება პირდაპირ კავშირშია ახალი ელექტრონული
პასპორტების გაცემის პროცესსა და მათში რიცხვი 666-ის გამოყენებასთან,
რომელიც აპოკალიფსის წერილის თანახმად ანტიქრისტეს რიცხვია და
არა რაღაც შემთხვევითი რიცხვი, როგორც ამას გვიმტკიცებენ. წმიდა
სინოდმა 1997 წლის 7 აპრილის გზავნილში მიუთითა რიცხვის 666-ის
მისტიურ მნიშვნელობაზე და ითხოვა არ მიეღოთ ეს ციფრი სახელმწიფოს
კომპიუტერული სისტემის კოდურ რიცხვად. ასევე ბერძნულ პასპორტებში
აუცილებლად უნდა დარჩენილიყო გრაფა “აღმსარებლობა” ანუ ,,აღიარებული
სარწმუნოება” _ როგორც დრომ გვიჩვენა ეკლესიის ეს მოთხოვნა არ იქნა
გათვალისწინებული.
2. იმ შემთხვევაში, თუ პასპორტებში მაინც გამოიყენებენ
მართლმადიდებელთათვის მიუღებელ რიცხვს 666, წმიდა სინოდი ამ
ფაქტს განიხილავს, როგორც ზეწოლას მართლმადიდებელთა სინდისის
თავისუფლებაზე და რეკომენდაციას გაუწევს ყველა პირს, რათა მოქალაქეებმა
უარი თქვან ახალი პასპორტების მიღებაზე.
მთავრობამ უნდა განიხილოს მორწმუნე პირების მოთხოვნა
სინდისის თავისუფლების პატივისცემის შენარჩუნებაზე, მიიღოს სხვა
სახელმწიფოებრივი ზომები ამ საკითხების დასარეგულირებლად.
გარდა ამისა, საკითხმა ,,ანტიქრისტეს ბეჭდის” შესახებ გამოიწვია კამათი
და შფოთი როგორც ოფიციალურ პირებს შორის, ასევე რიგით ადამიანებს
შორისაც – ის ხშირი საზოგადოებრივი განხილვის საგანი ხდება. წმიდა მამები
დიდი მოწიწებით ეხებოდნენ აპოკალიფსის თემას და დიდი სიფრთხილით გამოხატავდნენ თავიანთ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით. ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების დროს, მოხდება ადამიანის ქრისტესაგან განდგომა და მისი ანტიქრისტესთან დაკავშირება. ყოველივე ეს ნებაყოფლობით მოხდება. ბეჭდის ნებაყოფლობითი მიღება წარმოადგენს ქრისტეს უარყოფას და ამით განგვაშორებს საღვთო მადლს, რადგანაც ადამიანი თავისი ნებით უარს ამბობს ამ მადლზე და ყოველგვარი გამოძიებისა და სინანულის გარეშე ცდილობს მის უარყოფას.
ქრისტეში საყვარელნო შვილნო! დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ არის დრო სულიერი ფასეულობების დაცემისა, დრო როცა მართლმადიდებლური აზროვნების დამახინჯების საშიშროება იქმნება. განსაკუთრებულ მღელვარებას აღძრავს სულიერ და სოციალურ სფეროებში მიმდინარე მოვლენები, სადაც მსოფლიოს საზოგადოების შექმნის იდეა ცდილობს ყოველგვარი ზღვარის გაქრობას მართლმადიდებლობასა და ერესებს შორის, ჭეშმარიტებასა და გზააბნეულობას შორის, ჯანსაღ და ავადმყოფურ აზროვნებას შორის. ზემოთხსენებული ფაქტები, ისევე როგორც რიცხვ 666 გამოყენების დაჟინებული მოთხოვნა, გვიბიძგებს სიფხიზლისაკენ, ვიდგეთ სულიერად მხნედ და ურყევად, იმედი უნდა გვქონდეს ქრისტეს გარდაუვალი გამარჯვებისა. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ სამოციქულო სიტყვით _ “ნუ შეშინდებით, გაძლიერდით რწმენაში და სასოება გქონდეთ ღვთისა.” მტკიცედ დადექით და შეინარჩუნეთ რწმენა უფლის შეწევნით. მისი ძალა და დაუსრულებელი მოწყალება იყოს თქვენთანა.
ათინელი სერაფიმი, (პრედოსტოიატელ) ეთოლიელი და აკარნაპიელი თეოკლიტე, პატრის ნიკოდიმი, იდრეის და ეგინის იეროთეოსი, ლევკადის ნიკიფორე და სხვა.
ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტი, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა პარლამენტში მოსალოდნელი კანონპროექტის განხილვის შესახებ “მოქალაქის დაცვა მასზე არსებული პირადი ხასიათის მონაცემების შეგროვებისა და გამოყენებისაგან”, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს შემდგომ ეტაპს შენგენის შეთანხმების რატიფიკაციისათვის, თავს მოვალედ თვლის განაცხადოს შემდეგი:
24.02.1997წ.
ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტს აცნობეს რა, რომ საბერძნეთის
პარლამენტში უნდა განხილულიყო კანონპროექტი “ადამიანის დაცვის შესახებ,
მასზე პიროვნული ხასიათის მონაცემების შეგროვებისა და გამოყენებისაგან”,
რაც წარმოადგენდა შენგენის შეთანხმების რატიფიკაციის შემდგომ ეტაპს,
საკუთარ თავს მოვალედ თვლის შემდეგი განცხადება გაავრცელოს:
1. თანამედროვე ტექნოლოგიების კოლოსალური შესაძლებლობებიდან
გამომდინარე, ვერანაირი კანონი და ვერანაირი სასამართლო ვერ გაუწევს
რეალურ კონტროლს არამატერიალური, ელექტრონული სახის ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და გამოყენებას.
2. ევროპის ეკონომიკურ საზოგადოებათა გაერთიანების მიერ დამტკიცდა, რომკანონპროექტ “ადამიანის დაცვის შესახებ, მასზე პიროვნული ხასიათის მონაცემების შეგროვებისა და გამოყენებისაგან”, განხილვა წარმოადგენს წინასაფეხურს შენგენის შეთანხმების რატიფიკაციისა, რომელსაც საბერძნეთის მთავრობა 1992 წლის 6 ნოემბერს მიღებული ხელშეკრულების თანახმად შეუერთდა. ეს შეთანხმება აიოლებს სასაზღვრო კონტროლს, რომლის ნაცვლად გაერთიანებული ევროპის საზღვრებში შეიყვანება “შენგენი”-ს საინფორმაციო სისტემა. ეს სისტემა წარმოადგენს იმ მოქალაქეთა პირადი მონაცემების გაერთიანებულ არქივს, რომლებმაც ან უკვე დაარღვიეს კანონი, ან პოტენციურად შეუძლიათ ამის გაკეთება.
3. არსებობს მკაფიო საფუძვლები იმისა, რომ ამ შეთანხმებაში მკვეთრად ირღვევა დემოკრატიული პრინციპები. ამის შესახებ სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს ისეთმა საკანონმდებლო ორგანოებმა, როგორიცაა ევროპარლამენტი და ჰოლანდიის სახელმწიფო საბჭო. ზუსტადაა დადგენილი, რომ შენგენის შეთანხმებით და ამავე სახელწოდების საინფორმაციო სისტემის გამოყენებით მნიშვნელოვნად მარტივდება მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში შეჭრა, ამით ასევე დიდ დარტყმას აყენებენ მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმციის სტატუსს. ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოიყენონ მშრომელ ადამიანთა პირადი მონაცემები მათზე ზეწოლის მოსახდენად. მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის გამჟღავნება კი საბოლოოდ ტირანიის დამყარებამდე მიგვიყვანს.
4. ამას გარდა, საბერძნეთისთვის, ზემოთხსენებული შეთანხმებიდან მიღებული ეროვნული სარგებელი უმნიშვნელოა, რადგანაც მას არ აქვს სახმელეთო საზღვრები (ЕЭС)-ის შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებთან, პირიქით ამ შეთანხმებიდან მომდინარე საფრთხე აშკარაა, რადგანაც ის გულისხმობს დამნაშავისა და ეჭვმიტანილის საზღვართშორისო დევნას, მაშინაცკი,როცაეჭვმიტანილისაშიშროებასარწარმოადგენსსაბერძნეთისთვის. უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, სწორედ ამ მიზეზით არ შეუერთდნენ შეთანხმებას.
5. ასევე მართლმადიდებლური თვალსაზრისით არსებობს რელიგიური თავისუფლების შელახვისა და ქრისტიანული გრძნობების შეურაცხყოფის რეალური საფრთხე, რაც რეალურად მოხდა კიდეც, როდესაც ჩვენს ქვეყანას უკომპრომისოდ თავს მოახვიეს მსოფლიო კოდირება აპოკალიფსის რიცხვით
666. ერთ-ერთი ავტორიტეტული მოსაზრების თანახმად, ჩვენს ქვეყანაში ევროპული და მოგვიანებით “შენგენის” ტიპის მსოფლიო საინფორმაციო სისტემის სწრაფი დანერგვის საშიშროება, სრულებითაც არ წარმოადგენს ვინმეს ფანტაზიის ნაყოფს. ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება ანტიქრისტიანული ძალების მიერ, რათა თავს მოგვახვიონ ჯერ ერთიანი მსოფლიო პოლიტილიკურ-ეკონომიკური, ხოლო მოგვიანებით კი სულიერი დიქტატურა, რაც აღწერილია კიდეც აპოკალიფსის მე-13 თავში. უფრო მეტიც, საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე პროგრესი ზემოთხსენებულ საერთაშორისო საინფორმაციო სისტემასთან ერთად განხორციელებადს ხდის შემაძრწუნებელ სტრიქონებს იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებიდან “აპოკალიფსი”.
რამდენადაც ზემოთ მოცემული შეფასება და გაფრთხილება არის საფუძვლიანი, ჩვენ ვაცხადებთ სრულ და მკაფიო პროტესტს ამ კანონ- პროექტის მიღებასთან დაკავშირებით. მართლმადიდებელი ეკლესია კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე ზრუნავს ადამიანის ხსნასა და მის პირად თავისუფლებაზე, რომლის გარეშეც შეუძლებელია პიროვნების გადარჩენა და მისი ეკლესიურად ცხოვრება. ამიტომაც ეკლესია ყოველთვის ედგა სათავეში თავისუფლებისათვის მიმართულ ეროვნულ ბრძოლას. ათონის ბერობა, როგორც ეკლესიის სულიერი ავანგარდი და მართლმადიდებელი ხალხის წმიდა ტრადიციის დამცველი ძალა, თავის შეშფოთებას გამოხატავს ელექტრონული სისტემით საყოველთაო აღრიცხვასთან დაკავშირებით, რადგანაც აღნიშნული სისტემა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ღვთისგან ბოძებულ პიროვნულ თავისუფლებაზე, რომლის გარეშეც შეუძლებელია ხსნა ქრისტეში.
კანონპროექტი “მოქალაქეთა დაცვა მათზე არსებული პირადი ხასიათის მონაცემების შეგროვებისა და გამოყენებისაგან”, რეალურად მხოლოდ თეორიას წარმოადგენს და სამწუხაროდ კანონიერს ხდის პირადი ინფორმაციის ელექტრონულ შეგროვებას, გადამუშავებასა და გამოყენებას. აშკარაა, რომ პარლამენტის მიერ ამ კანონპროექტის შესაძლო დამტკიცება საბოლოო ნაბიჯი გახდება შენგენის შეთანხმების რატიფიკაციისა, რითიც საბოლოოდ დაიკარგება, როგორც ადამიანის პირადი საიდუმლოებები, ასევე პიროვნების პირადი თავისუფლების პატივისცემა. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ პირს, მთელი გულისყურით ხელმეორედ გადახედონ აღნიშნულ საკითხს განხილული მოსაზრებების გათვალისწინებით და ვთხოვთ საბერძნეთის მთავრობას, უკიდურეს შემთხვევაში მომავალში გადადოს ამ კანონპროექტის გატანა და დამტკიცება ქვეყნის პარლამენტში.
ითარგმნა ელექტრონული საბუთების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის: მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით.
ელექტრონულ მმართველობასთან და “მოქალაქის ელექტრონულ ბარათთან” დაკავშირებით ათონის მთის
წმიდა კინოტის განცხადება
ათონის წმიდა მთა, კარიესი 22.4/5.5.2011
“მოქალაქის ელექტრონული ბარათი” ახდენს მოქალაქის პიროვნების იდენტიფიცირებას, რთავს მას რიცხვით სისტემაში და აქცევს თავის ელექტრონულ მფლობელობაში. უფრო მეტიც, ამის შედეგად ყველა ასეთი ბარათის მქონე მოქალაქე ერთვება კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც მუდმივად კონტროლს გაუწევს ადამიანების ქმედებას და დაამუშავებს მონაცემებს მათი პირადი ცხოვრების შესახებ (ეკონომიური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაო, სოციალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ურთიერთობა...) რაც თავისი არსით ფაქტიურად აუქმებს ადამიანის მთავარ ღირებულებას - პიროვნულ თავისუფლებას.
რადგანაც ამ სისტემაში ყოველთვის შესაძლებელია ინფორმაციის ადვილად შეცვლა, ვფიქრობთ რომ ის წარმოადგენს ქრისტიანებისთვის რეალურ საშიშროებას, არღვევს მათი რელიგიური სინდისის თავისუფლებას, ართმევს მათ უფლებას დაბრკოლების გარეშე იქადაგონ თავიანთი სარწმუნოება და სახარება. გარდა ამისა ძალაუფლება, რომელიც იყენებს ამ სისტემას, გადადის გაურკვეველი ხელმძღვანელებისა და პირების ხელში, როგორც სახელმწიფო მოხელეების, ასევე კერძო პირების მხრიდან. მათ საშუალება ეძლევათ შეიტანონ ან წაშალონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია ბარათიდან, გაუცნობიერებელ ადამიანებს შეატყუონ მორწმუნეთათვის სასტიკად მიუღებელი და ანტიქრისტიანული სიმბოლოები.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტი გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას და მიმართავს მხურვალე თხოვნით საბერძნეთის მთავრობას არ დაუშვან მოქალაქის ელექტრონული მოწმობის გამოშვება და მორწმუნეებს ურჩევენ გამოიყენონ ჩვეულებრივი საიდენტიფიკაციო საშუალებები. ამ ტიპის ბარათების ძალადობრივი დანერგვა ჩვენს საზოგადოებაში, აუცილებლად ჰპოვებს ხალხის წინააღმდეგობას.
ჩვენ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს გვწამს, რომ ქრისტემ სძლია ამა სოფელს. არ უნდა დავეთანხმოთ იძულებით და თავისუფლების შემზღუდველ მოქმედებებს. ჩვენ მთელი სულითა და გულით ვლოცულობთ ზეციური დედოფალის წინაშე, რომელიც მფარველია წმიდა მთისა, რათა მოჰმადლოს ნიჭი ღვთისმოსავ ხალხს, მოთმინებით გაუძლონ ცხოვრებისეულ განსაცდელებს იმ გარემოში, სადაც დღეს უწევთ არსებობა, რომელსაც ყველა განვიცდით.
კრებაში მონაწილეობას იღებდა ათონის წმიდა მთის ოცივე მონასტერი.
წყარო:
http://orthodox-watch.blogspot.com/2011/05/blog-post_9352.html