27 ივნისი, 2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრს
ბ-ნ ზურაბ ადეიშვილს


მართლმადიდებლები (ტაძრებში შეკრებილი ხელმოწერებით) ვითხოვთ
- შეწყდეს მოქალაქეებზე ელექტრონული საბუთების უკანონო იძულება
ხელმოწერები გაკეთდა შემდეგი სახის ტექსტზე:

საქართველოს პრეზიდენტს,
პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
წმინდა სინოდს


         ,,ვითხოვთ ხელისუფლებისგან შეწყდეს საქართველოს მოქალაქეებზე იძულებითი წესით (საგანგებოდ შემოღებული კანონებით) ადმინისტრაციული ძალადობა და ახალი საბუთების: ელექტრონული პირადობის მოწმობის, ბიომეტრიული პასპორტის, პლასტიკური ბარათების აღება მოხდეს მხოლოდ ნებაყოფლობით - არასავალდებულო წესით; აუცილებელია ძალაში დარჩეს ზემოაღნიშნულ ახალ საბუთებამდე მოქმედი პირადობის მოწმობებისა და პასპორტების კვლავაც გაცემა მოქალაქეებზე; სახელმწიფოში ყველგან უნდა შენარჩუნდეს ფულადი ერთეულით გადახდა, როგორც ეს მრავალ ქვეყანაშია მიღებული; ახლო მომავალში, უკრაინის მსგავსად, მორწმუნეთათვის ცალკე ფორმით შეიქმნას არსებობისთვის აუცილებელი საბუთები. დღეს ფულის გადახდის პროცესი ჩასარიცხი ავტომატების საშუალებით ისედაც გამარტივებულია... ხოლო გამარტივების საბაბით შექმნილი ასეთი ახალი საბუთები ცნობილია, რომ შეიცავს ადამიანის ქმედების გაკონტროლების ყოვლად მიუღებელ ფუნქციებს და ეწინააღმდეგება მთელ რიგ ქრისტიანულ სწავლებას - სასტიკად ლახავს ჩვენს, როგორც კონსტიტუციურ, ისე ადამიანურ უფლებებს და რელიგიურ მრწამსს. განსხვავებული აზრის გამო მოქალაქეები არ შეიძლება აღმოჩნდნენ სახელმწიფოსგან გარიყულნი. ღვთის ხატად შექმნილი ადამიანის ნებაში ჩარევა, ზომბირება და მისი კეთილი ნების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა - ბოროტებაა. მოკრძალებით ვთხოვთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს, განიხილოს ეს მეტად საპასუხისმგებლო მოთხოვნა, გვიშუამდგომლოს და დაიცვას მორწმუნეთა უფლებები.”

         პირველ რიგში მთავრობასთან შუამდგომლობა ვთხოვეთ ჩვენს ეკლესიას და ტაძრებში ზემოაღნიშნულ ტექსტზე გაკეთდა ათასობით ხელმოწერა. დღეს მთელ რიგ ქვეყნებში სააშკარაოზე გამოაქვთ მოქალაქეებზე ელექტრონული მოწმობის სხვადასხვა ხერხით იძულების ან ზეწოლის შემთხვევები. ეს მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ადამიანის უფლებების საშინელ დარღვევას და მის ელექტრონულ ზომბირებას ეხება, საქართველოშიც სათანადოდ უნდა გაშუქდეს. კონტროლის შემცველ ჩიპიან მოწმობებზე _ სახელმწიფოს ,,საკონცენტრაციო ბანაკად” გადაქცევის საშიშროების გამო, როგორც მართლმადიდებელმა ქვეყნებმა, აგრეთვე ევროპის სხვა ქვეყნებმაც განაცხადეს პროტესტი: საფრანგეთმა, ინგლისმა, გერმანიამ... უცხოელმა იურისტებმა ეს პროცესი სათანადოდ შეაფასეს, როგორც ,,ადამიანის უფლებების ტოტალური დაპყრობა”.

         საქართველოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე გამოდის, რომ ჩვენ ვართ საექსპერიმენტო ქვეყანა, რომელსაც უარის თქმის უფლება არა აქვს! ბოლო სამი თვის განმავლობაში ტელევიზიებით შუქდებოდა (არსებობს ჩანაწერები...), რომ უნდა დარჩენილიყო ალტერნატიული საბუთები – ნებაყოფლობით, დავიჯეროთ რომ ეს განცხადებები ხალხის მოსატყუებლად იყო მთავრობისაგან გაკეთებული?! თუ მართლმადიდებელთა სამართლიანი თხოვნა ალტერნატიული საბუთების შესახებ არ იქნება სისრულით დაკმაყოფილებული, ხელმომწერთა მასშტაბები გაიზრდება - მთელ საქართველოში. შეგახსენებთ დიდი სამებიდან დაწყებული საქართველოს ყველა ტაძარში წინამძღვრების კურთხევით დარიგებული საეკლესიო ბუკლეტებიდან ამონარიდს: დღეს იუსტიციის სამინისტროს მიერ ოფიციალურად გამოცემული ვადიანი პასპორტები და პირადობის მოწმობები უმიზეზოდ უქმდება და აუცილებლობის საბაბით მიზანმიმართულად აიძულებენ ხალხს აიღონ ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობები და პასპორტები, რაც არა მარტო ადამიანის ნებაში ჩარევაა, არამედ სიყალბეცაა და სასტიკი ძალადობაც! იმედია, მოქალაქეები თავის ქვეყნისგან გარიყულნი არ აღმოჩნდებიან!

ხელმომწერთა სახელით - მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებული.


www.bolojamze.ge

27.06.2011