ჩვენ არ გვსურს შევერწყათ ანტიქრისტეს მსოფლიო სახელმწიფოს, რომელიც ჩვენს თვალწინ ყალიბდება. ჩვენ ასევე არ გვსურს ანტიქრისტეს ელექტრონული ბარათი მისივე ბეჭდით... ძვირფასო მამანო და ქრისტესმიერნო ძმანო და დანო, ჩვენ საჯაროდ ვაღიარებთ, რომ თავად ფრიად შეშფოთებულები ვართ მოსალოდნელი პერსპექტივებით იმის გამო, რომ ვაჟკაცურად და გაბედულად არ ვეწინააღმდეგებით ამ პროცესს. ასე, ჩვენ მოგვიწევს საკუთარი შვილებისა და ნათესავების მიტოვება და შემდგომი თაობები იმწამსვე იქნებიან აღბეჭდილნი, რა წამსაც ისინი შემოვლენ ცხოვრებისეულ ორომტრიალში...
წმინდა სინოდმა მოუწოდა მორწმუნეებს არ მიეღოთ პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობები. მაშინ ეკლესიის ზეგავლენით მთავრობამ უკან დაიხია და ელექტრონული ბარათები არ დარიგდა.
დღევანდელი ელექტრონული ბარათები წინანდელზე უარესია. მიკროჩიპი, რომელსაც შეიცავს მოქალაქის ბარათი თავისი საკმაოდ დიდი მახსოვრობის გარდა კიდევ დაპროგრამებულია RFID ტექნოლოგიით. ის დაპროგრამებული იქნება ხელისუფლების მოთხოვნებისა და ინტერესებიდან გამომდინარე.
რომელი ხელისუფლების? ჩვენი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა რამოდენიმეჯერ განაცხადა: "ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება მსოფლიო მთავრობა". რას ფიქრობს იგი? ბერძენმა ხალხმა განა არ აირჩია მთავრობა? არჩევნები განა არ ატარებდნენ კანონიერ ხასიათს? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ არ იყო გამოხატული ნება ერისა? და განა პარლამენტის წევრებმა არ მიიღეს ჩვენი ერის მიერ არჩეული მთავრობა?...
ამრიგად, საბერძნეთის მოქალაქის ნების და სურვილის გარეშე, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყოველგვარი არჩევნების გარეშე, მყარდება მსოფლიო ელექტრონული სახელმწიფო, რომლის მთავარი იარაღი მის თითოეულ მოქალაქესთან დაკავშირებით, იქნება მოქალაქის ელექტრონული ბარათი. ჩვენი ხალხისთვის არავის უკითხავს სურს თუ არა მას ამგვარი დოკუმენტი. ხელფასებისა და დახმარებების შეკვეცით, უმუშევრობის მუქარით ჩვენს ერს ყელში წაუჭირეს და თავი გააყოფინეს ეკონომიკურ კრიზისში.
ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ახალი ეპოქის" უმთავრესი საზრუნავი მდგომარეობს "ელექტრონული მთავრობის" მონაცემთა ბაზასთან ინტეგრაციაში. რეალურად, საკმაოდ გავრცელებულ და საყოველთაოდ გავრცელებულ ამ ტერმინში ჩანს ერთგვარი ევფემიზმი და ნიღაბი, რადგან არსებითად მსოფლიო ელექტრონულ დიქტატურასა და ტირანიაზეა ლაპარაკი.
მიზანი გახლავთ სახალხო პროტესტის მინიმალიზაცია, გონებისა და სინდისის "მიძინება", მატერიალიზმისა და ეგოიზმის წაქეზება. არსებითად ეს იქნება ჩვენი დიდებული ერის მზაკვრული ექსპლოატაცია, რაც მას არ უხილავს მისი სამიათასწლოვანი ისტორიისა და კულტურის განმავლობაში. ის უეცრად აღმოჩნდება მსოფლიო ელექტრონული მთავრობის ხახაში.
მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მოქალაქის ბარათში, რომელთანაც ელექტრონულად იქნება დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურეობის ფორმები, თანდათანობით ინკორპორირეული იქნება პიროვნების საიდენტიფიკაციო ნომერი, ერთიანი სოციალური ბარათი, ნომერი არჩევნებში მონაწილეობისთვის, პასპორტი, სხვადასხვა სახის მოსაკრებელი და ჯანმრთელობის მონაცემები (სამედიცინო მონაცემთა ელექტრონული ბაზა), რათა მოქალაქემ შესძლოს ყველგან მიიღოს მომსახურეობა ყოველგვარი ბიუროკრატიის გვერდის ავლით. მომავალში ასევე დაგეგმილია მოქალაქეთა ელექტრონული "ხელმოწერების" დამკვიდრება...
ცხადია, ჩვენ მივესალმებით ყველა სახელმწიფოებრივი მომსახურეობის კომპიუტერიზაციას იმ მიზნით, რათა გაუქმდეს ბიუროკრატია. მაგრამ, უკიდურესად ვართ შეშფოთებულნი იმით, რომ მონაცემთა ყველა ბაზის შეერთების შემდეგ, მიმდინარეობს ადამიანის პერსონალური მონაცემების გამუდმებული სრულყოფა.
ელექტრონულ აღრიცხვას, როგორი მოხერხებულიც უნდა იყოს ის, მაინც მივყავართ საშინელ და არაადამიანურ საპყრობილემდე, რომელიც იქნება უმძიმესი, რადგან მმართველობა დაეკისრება მათ, ვინც დღეს გვაქცევს ეკონომიკური კრიზისის მარწუხებში.
ჩვენ ყველას გვესმის ის უდიდესი საფრთხე, რომელიც გველის. დღეს ჩვენ ვდგავართ საბერძნეთის პარლამენტის წინ იმისთვის, რათა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ შედეგებზე, რომელსაც ელექტრონული მთავრობის არჩევა მოგვიტანს. ეს იქნება ჩვენი მშვენიერი, ღმერთკაცობრივი კულტურის გადაშენება.
აშშ-ს 25 შტატი ეწინააღმდეგება მოქალაქის ბარათის დამკვიდრებას. ინგლისის მოქალაქეებმა არა მარტო შეიგნეს და მიხვდნენ, რომ ამგვარი დოკუმენტის მიღება მათ მიიყვანს ელექტრონულ საპყრობილემდე, სადაც დარღვეული იქნება ადამიანის ყოველგვარი უფლება და უარი თქვეს მოქალაქის ბარათის მიღებაზე, რაც გამოიხატა შესაბამისი კანონის გაუქმებით. მათ ასევე საკუთარი მთავრობისგან მოითხოვეს ასი დღის განმავლობაში მონაცემთა ბაზიდან წაეშალათ ყველა მათი პერსონალური მონაცემი.
გერმანიის მოქალაქეები ეროვნული ტელევიზიით აკვირდებოდნენ ხაკერებს, რომლებმაც, სატელევიზიო-საინფორმაციო ცნობების მიხედვით, გატეხეს გერმანელი მოქალაქის ბარათის კოდები, აიღეს ორი თითის ანაბეჭდი და ექვსნიშნიანი კოდი, რომელიც თან ერთვის ბარათის მფლობელის ციფრულ ხელმოწერას. ამით, ხაკერებმა დაამტკიცეს ელექტრონული ბარათების არასაიმედოობა მასში პერსონალური მონაცემებისა და ფულადი ანგარიშების შენახვის თვალსაზრისით.
რუმინეთში ერთმა მცხოვანმა, მამა იუსტინე პირვამ, მიაწოდა რა თავისი ქვეყნის მოსახლეობას ინფორმაცია ელქტრონული ბარათების შესახებ და მხარი დაუჭირა რა რუმინელ მორწმუნეებს, აარიდა მათ პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობების შემოტანა.
დიდება ღმერთს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ბევრია შეგნებული ადამიანი. ორმოცი მიტროპოლიტი, მრავალი მღვდელმსახური და ბერი გამუდმებით აძლევს ინფორმაციას ჩვენს მართლმადიდებელ მოსახლეობას. ამრიგად, საკითხმა მოქალაქის ბარათის შესახებ მიიღო ფართო მასშტაბები.
ელადის ეკლესიის წმინდა სინოდი ფხიზლობს და ელოდება მეტად მნიშვნელოვან და ღმრთითშთაგონებულ გადაწყვეტილებას...
თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ უარი უთხრათ ელექტრონულ საკონცენტრაციო ბანაკს. შემოგვიერთდით, ეს ხომ თქვენს ინტერესებშია. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას გველოდება ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკი ენით აუწერელი და წარმოუდგენელი სატანჯველებით.
თქვენ შეგიძლიათ უარყოთ ანტიქრისტეს ბილწი რიცხვი - 666. მაშინ ჩვენი ღმერთი, ერთიანი სამება გაგვიწევს დახმარებას და ჩვენი ერის ისტორიაში, კიდევ მოგვამადლის საღმრთო შეწევნას.
მოდი, ყველამ, - მმართველებმა თუ რიგითმა მოქალაქეებმა, - შევინანოთ ჩვენი ცოდვები ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს წინაშე, რომელიც უეჭველად გაგვამარჯვებინებს და გაგვახარებს მის დაუსრულებელ სასუფეველში. ამინ