სამი სააღმსარებლო მოთხოვნა ხელისუფლებას მართლმადიდებლებისაგან,,მართლმადიდებელთა კრებული” ეკლესიურად - უფლის სახელით შეკრებილ მორწმუნეებს ნიშნავს: “სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა.” (მათე18,20)საზოგადო ცოდვაზე და სააღმსარებლო საკითხებზე ყოველი მართლმადიდებელი მოვალეა ამხილოს ბოროტება და ითხოვოს სამართლიანობის დამკვიდრება (სჯ. კან. ბასილი დიდი, 71). საქართველოს სხვადასხვა ტაძრის მორწმუნეთაგან გულისტკივილით შემდგარი მართლმადიდებელთა კრებული, ჩვენი მამულისა და სარწმუნოების გადარჩენისათვის აუცილებლობისადა გამო, ამ მძიმე ჟამს, არსებული ხელისუფლებისაგან მთელი პასუხის-მგებლობით ვითხოვთ წლების განმავლობაში მართლმადიდებელთათვის შეუსრულებელი და უფლების შემლახველი აუცილებელი სამი სააღმსარებლო მოთხოვნის უპირობო შესრულებას არაუგვიანეს ა.წ. სექტემბრის თვისა. (თუნდაც ისეთი ნაცნობი დაჩქარებული წესით, როგორიც სხვა რელიგიების სტატუსისა და პრივილეგიებისთვის ხორციელდება...) 1. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და პრივილეგიები, თუ პარალელურად სხვა ქვეყნების მხრიდანაც არ იქნება სასწრაფოდ მიღებული და დადგენილი - დღეს საზღვარგარეთ მყოფ (ბევრგან ისტორიულად ქართულ მიწაზე) არსებულ ძველსა და ახალ ქართულ ტაძრებზე და ძეგლებზე: თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ევროპაში... რომელთაც ჩვენთან მინიჭებული აქვთ სტატუსი და ბოლო წლებში სარგებლობენ განსაკუთრებული პრივილეგიებით (მეჩეთების მშენებლობა - რელიგიური აღმსარებლობის უფლებით, კათოლიკური ტაძრების მშენებლობა - რელიგიური აღმსარებლობის უფლებით, სომხური მოქმედი ტაძრები - რელიგიური აღმსარებლობის უფლებით, სექტების დაკანონება - რელიგიური აღმსარებლობის უფლებით...) და თავადაც ანალოგიურად, თავის ქვეყნებში არ დაგვიკანონებენ მსგავს უფლებებს, მაშინ ჩვენთან ცალსახად მიღებული სხვა რელიგიებისადმი იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების კანონი სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს, როგორც ფსევდო-დემოკრატიული, მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაციისა და მართლმადიდებელთა უფლებების შემლახველი კანონი. შემდეგში აღნიშნულ ქვეყნებისა და რელიგიების წარმომადგენლებთან დაიწყოს აკადემიური მოლაპარაკება საკითხის თანასწორად და სამართლიანად შესწავლისა და გადაწყვეტისათვის. გამოძიებული იყოს საქართველოში სხვა რელიგიათა საქმიანობა და მიზანმიმართულებები ხომ არ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და მის ტრადიციებს? თუ ვისი უფლებები ირღვევა ჩვენს ქვეყანაში, სიცხადისათვის შეგახსენებთ, რომ ამ შეუსწავლელი და უთანასწორო კანონის შეჩერებას, ეკლესია და თითქმის სრულიად საქართველო პატრიარქის თავკაცობით ითხოვდა ხელისუფლებისაგან, რომელი მოთხოვნაც მთავრობამ რატომღაც არ დააკმაყოფილა... 2. საქართველოში შეუსწავლელად მიღებული ელექტრონული მმართველობის კანონპროექტის საფუძველზე ელექტრონული ID საბუთების გაცემა, სხვა ტრადიციული ევროპული ქვეყნების (ინგლისი, საფრანგეთი...) მსგავსად, ან გაუქმდეს როგორც ადამიანის ტოტალური კონტროლისა და ზომბირების შემცველი, ადამიანის უფლებების შემლახველი და მისი უზენაესი ნების ხელმყოფი საბუთი - ან სულ მცირე, აქამდე არსებული ალტერნატიული საბუთების გზა დაუტოვონ მოქალაქეებს, რათა ნებაყოფლობით ჰქონდეს მოქალაქეს არჩევანი (მსგავსად: უკრაინის, მოლდოვეთის...) და არა იძულებით! ნებაყოფლობის ფორმა არ არის, როცა მოქალაქეს ალტერნატივას არ უტოვებ - ,,არავინ გაიძულებს აღებას, ოღონდ თუ არ აიღებ ქვეყნისგან გარიყული დარჩები” - ასეთი ცინიკური განცხადება დაცინვაა საკუთარი ხალხის და მათი აღმსარებლობის! მთავრობამ დაგვისახელოს, რომელ ევროპულ ქვეყნებში აუქმებენ ვადამდე პასპორტებს და სად არის ასეთი იძულება, როგორც ევროპის გზაზე მიმავალ ახალ საქართველოში?! ელექტრონული საბუთების იძულებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის (13.07.2011წ. №11489), პარლამენტის (01.07.2011 წ. №7508) და იუსტიციის სამინისტროს (30.06.2011 წ. №01/32924) სახელზე სხვადასხვა ტაძრებში წინამძღვრების კურთხევით შეკრებილი 20 ათასამდე ხელმოწერაა შესული, ამ თემაზე საქადაგო ბუკლეტები დიდი სამების ტაძრიდან დაწყებული საქართველოს ყველა ტაძარში დარიგდა, მაგრამ ჩვენმა მთავრობამ მართლმადიდებლების მოთხოვნა აქაც ყურად არ იღო... ეს მაშინ როცა ვხედავთ, სხვა რელიგიათა უმცირესობების მოთხოვნები და პრივილეგიები როგორ სრულდება და დგინდება! განვსაჯოთ, ვისი უფლებები ირღვევა ჩვენს ქვეყანაში? 3. მაცხოვრის სასწაულთმოქმედი ხელითუქმნელი ანჩისხატის ტაძარში დაბრუნებისთვის, სასწრაფოდ დაიწყოს არსებულ სახატის პროექტზე მუშაობა დაცვის პირობების გათვალისწინებით და სხვადასხვა ბინძური ხერხების გარეშე, რომლითაც წლების განმავლობაში აფერხებენ ამ წმიდა საქმეს, გაიცეს სათანადო გადაწყვეტილება მისი სამუზეუმო ტყვეობიდან განთავისუფლების თაობაზე. ათეული წლების მანძილზე ულოცველად მყოფ უამრავ სიწმიდეებს, ყოფილ სასულიერო სემინარიის, ახლანდელ მუზეუმის შენობაშივე აღუდგეს ეკლესიური პატივი და დაუყოვნებლივ აღდგეს ლოცვა მათ წინაშე ოდეს უსჯულო მთავრობა ართმევდეს, სჯულიერი უკან აბრუნებდეს. ,,ღვთისადმი შეწირულ სიწმიდეთა შესახებ ვადგენთ წმიდა კანონთა მიხედვით: რომ არავის მიეცეს მათი ხმარების უფლება გინდ უქმად და უხმარად ეწყოს და ფეხის სათელად ეყაროს ეკლესიის საგანძურში, ხოლო თუ ვინმე გაბედავს მათ ხმარებას ეკლესის გარეთ, მას მოელოდეს იმ ქვეყნად საუკუნო ცეცხლი...”(რუის ურბნისის საეკლესიო კრება: 6კანონი. 1105წ.) შეგახსენებთ, რომ 1996 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ანჩისხატის ტაძარში გადაბრძანება მოწევნულ რთულ ჟამს ერის კეთილდღეობისათვის მოითხოვა. მას შემდეგ ყოველწლიურად ათეულობით ათასი ხელმოწერები შედის კულტურის სამინისტროში მართლმადიდებლების მიერ, მაგრამ ამაოდ... სამწუხაროდ ანჩისხატისთვის სახატე კიოტის გაკეთების დაბლოკვაც შეგნებულად ჩვენს თვალწინ ხდება - მეჩეთებისა და სექტების მშენებლობის ფონზე... ვისი უფლებები ილახება ჩვენს სამშობლოში?! თუ სექტემბრის თვეში ეს მოთხოვნები არ იქნება სისრულით დაკმაყოფილებული, ხელისუფლება თავისი საქმით ემხილება, როგორც მართლმადიდებელთა დისკრიმინაციის ხარჯზე სხვა რელიგიათა ხელშემწყობი მთავრობა, რაც ეწინააღდეგება საქართველოს ათასწლოვან ისტორიას, ქართველი ხალხის ოდითგანვე მართლმადიდებლურ მრწამსს და სრულიად საქართველოს ნებას! ამ სიბოროტის ხელშემწყობნიც თავიანთი სამსახურების მიხედვით (სამინისტროები, ძალოვანი სტრუქტურები, მასმედია...) მხილებულნი იქნებიან, როგორც მართლმადიდებლობის წინააღმდგომნი. შუამდგომლობისთვის ვთხოვთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მამულიშვილ იერარქებს და სასულიერო პირებს, ხმამაღლა დაუჭირონ მხარი ჩვენი ერის გადარჩენისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. მეტადრე, რომ ეკლესიისთვის სამივე საკითხი სააღმსარებლოა: 1) მოციქულების, მოციქულთასწორის ნინოს ქადაგებით და ღვთის დიდი სასწაულით საქართველოში ჭეშმარიტ სარწმუნოებად მართლმადიდებელი ქრისტიანობა იწამეს, რის შემდეგ IV საუკუნეში მეფე მირიანის დროს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა კიდეც. საქართველოს სამოციქულო ეკლესიას არა აქვს კანონიკური უფლება უთანაბრებდეს ჩვენთვის ოდითგანვე ჭეშმარიტ სარწმუნოებას სხვა რელიგიებს, რა თქმა უნდა, არც უნდა სდევნიდეს მათ, რითიც მსოფლიოში ისედაც გამორჩეულია ჩვენი ერი. თუმცა, ბოლო დროს ხელოვნურად შექმნილი სხვა რელიგიების პრივილეგიები ეჭვს იწვევს და საფუძვლიან გამოძიებას საჭიროებს. 2) ეკლესიას არა აქვს უფლება არ შეისწავლოს მსოფლიოში ეჭვმიტანილ ელექტრონულ საბუთებთან დაკავშირებული საკითხები, არ გაითვალისწინოს და უგულებელყოს ათასობით მორწმუნის მოთხოვნა - ID საბუთების კონტროლის შედეგად ადამიანის ნების ხელყოფის საშიშროებაზე და სულ მცირე ალტერნატიული საბუთის ნებაყოფლობით დატოვებაზე არ უშუამდგომლოს მათ. 3) ხატმებრძოლობა ერესია და ეკლესიას არც ერთი დღე არა აქვს უფლება მისი თანამონაწილეობისა. VI-VII მსოფ. საეკლესიო კრება. ხოლო, რომელნიც ამ სააღმსარებლო საკითხებზე მტკიცედ არ დადგებიან, სხვადასხვა საბაბით კვლავაც შეეცდებიან აცდუნონ ხალხი, ასეთნი თავისით ემხილებიან, როგორც ერის მოღალატენი, ფარისეველნი და უსჯულოების თანამონაწილენი. მავანთ ვთხოვთ, ნუ გამოიყენებენ მხცოვანი პატრიარქის მშვიდობისმყოფელობას, ნუ გაირჯებიან საბაბების მოძებნაში და სიმართლის გადასაფარ სცენარების დადგმაში, ნუღა შეეცდებიან საქართველოს წინააღმდეგ უკვე მიღებული თუ მისაღები კანონებით თავის გამართლებას - ყველაფერი ისედაც ნათელი იქნება! ამჟამინდელ მთავრობას კიდევ ერთხელ ქრისტიანული მშვიდობისმყოფელობით შევახსენებთ - ნუ დაგვამცირებს ჩვენსავ მიწაზე, გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნები და მართლმადიდებელთა უფლებების დასაცავად გულწრფელად დადგეს მამულისა და ეკლესიის ინტერესების გვერდით, რაც ამ რთულ ჟამს ყველაზე დიდი გამარჯვება იქნებოდა ყველასათვის. ზემოაღნიშნულ საკითხებზე ათასობით ხელმომწერთა ღირსების დასაცავად - მართლმადიდებელთა კრებული. 31.07.2011 წ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს მართლმადიდებლები (ტაძრებში შეკრებილი ხელმოწერებით) ვთხოვთ შუამდგომლობას - ელექტრონული საბუთების იძულებისაგან დასაცავადხელმოწერები გაკეთდა შემდეგი სახის ტექსტზე:
,,ვითხოვთ ხელისუფლებისგან შეწყდეს საქართველოს მოქალაქეებზე იძულებითი წესით (საგანგებოდ შემოღებული კანონებით) ადმინისტრაციული ძალადობა და ახალი საბუთების: ელექტრონული პირადობის მოწმობის, ბიომეტრიული პასპორტის, პლასტიკური ბარათების აღება მოხდეს მხოლოდ ნებაყოფლობით - არასავალდებულო წესით; აუცილებელია ძალაში დარჩეს ზემოაღნიშნულ ახალ საბუთებამდე მოქმედი პირადობის მოწმობებისა და პასპორტების კვლავაც გაცემა მოქალაქეებზე; სახელმწიფოში ყველგან უნდა შენარჩუნდეს ფულადი ერთეულით გადახდა, როგორც ეს მრავალ ქვეყანაშია მიღებული; ახლო მომავალში, უკრაინის მსგავსად, მორწმუნეთათვის ცალკე ფორმით შეიქმნას არსებობისთვის აუცილებელი საბუთები.
დღეს ფულის გადახდის პროცესი ჩასარიცხი ავტომატების საშუალებით ისედაც გამარტივებულია... ხოლო გამარტივების საბაბით შექმნილი ასეთი ახალი საბუთები ცნობილია, რომ შეიცავს ადამიანის ქმედების გაკონტროლების ყოვლად მიუღებელ ფუნქციებს და ეწინააღმდეგება მთელ რიგ ქრისტიანულ სწავლებას - სასტიკად ლახავს ჩვენს, როგორც კონსტიტუციურ, ისე ადამიანურ უფლებებს და რელიგიურ მრწამსს. განსხვავებული აზრის გამო მოქალაქეები არ შეიძლება აღმოჩნდნენ სახელმწიფოსგან გარიყულნი. ღვთის ხატად შექმნილი ადამიანის ნებაში ჩარევა, ზომბირება და მისი კეთილი ნების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა - ბოროტებაა. მოკრძალებით ვთხოვთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს, განიხილოს ეს მეტად საპასუხისმგებლო მოთხოვნა, გვიშუამდგომლოს და დაიცვას მორწმუნეთა უფლებები.” ზემოაღნიშნულ ტექსტზე გაკეთდა ათასობით ხელმოწერა და პირველ რიგში მთავრობასთან შუამდგომლობას ვთხოვთ ჩვენს ეკლესიას. დღეს მთელ რიგ ქვეყნებში ეკლესიის თანადგომით სააშკარაოზე გამოაქვთ მოქალაქეებზე ელექტრონული მოწმობის სხვადასხვა ხერხით იძულების ან ზეწოლის შემთხვევები: ადმინისტრაციულ სამსახურში, ჯარში, პოლიციაში, სკოლაში... ეს მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ადამიანის უფლებების საშინელ დარღვევას და მის ელექტრონულ ზომბირებას ეხება, საქართველოშიც სათანადოდ უნდა გაშუქდეს და ეკლესიამ ამ უსამართლო ქმედებაზე თავისი ღირსეული სიტყვა უნდა თქვას. ჩვენ გვესმის, რომ ეკლესია ამ საკიხს არ წყვეტს, მაგრამ ეკლესიის პოზიცია ამ შემთხვევაში აუცილებელი და ძალზედ მნიშვნელოვანია - ამას ადასტურებს სხვადასხვა ქვეყნის სინოდისა და მაღალიერარქების მიერ გაკეთებული შედეგიანი განცხადებები და მოწოდებები ელექტრონული საბუთების იძულების საწინააღმდეგოდ. კონტროლის შემცველ ჩიპიან მოწმობებზე - სახელმწიფოს ,,საკონცენტრაციო ბანაკად” გადაქცევის საშიშროების გამო, როგორც მართლმადიდებელმა ქვეყნებმა, აგრეთვე ევროპის სხვა ქვეყნებმაც განაცხადეს პროტესტი: საფრანგეთმა, ინგლისმა, გერმანიამ... უცხოელმა იურისტებმა ეს პროცესი სათანადოდ შეაფასეს, როგორც ,,ადამიანის უფლებების ტოტალური დაპყრობა”. თუ მართლმადიდებელთა სამართლიანი თხოვნა ალტერნატიული საბუთების შესახებ არ იქნება სისრულით დაკმაყოფილებული, ხელმომწერთა მასშტაბები გაიზრდება მთელ საქართველოში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და წმინდა სინოდს, ვთხოვთ დროულად გვიშუამდგომლოს და ათასობით ადამიანი დაიცვას ელექტრონული საბუთების იძულების საშიშროებისაგან. იმედია, მოქალაქეები თავის ქვეყნისგან გარიყულნი არ აღმოჩნდებიან! ხელმომწერთა სახელით - მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებული. www.bolojamze.ge მიმართვა ხელმოწერებთან ერთად გადაეცა საპატრიარქოს
|