მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ელექტრონული
საბუთების და ბიო-ჩიპების იმპლანტირების წინააღმდეგ

დიდი ბრიტანეთი



     როდესაც ბრიტანეთში 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მთავრობა ელექტრონული საბუთების შემოღების შესახებ ალაპარაკდა თავისუფლებისმოყვარე ერმა თავისი პროტესტი გამოხატა. ბრიტანეთის მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური პროექტი, რომლის მიხედვითაც 2007 წლიდან ბრიტანეთის მოქალაქეს სავალდებულო წესით ელექტრონული პირადობის მოწმობა უნდა აეღო – თანდართულ ჩიპზე იქნებოდა დატანებული პირადი ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ. მათ შორის: სიმაღლე, თვალის ფერი, თითის ანაბეჭდები, მონაცემები საცხოვრებელი ადგილისა და მისი შეცვლის შესახებ. მთავრომამ აღნიშნული პროექტი 4,5 მილიარდ ფუნტად შეაფასა. მაგრამ ზოგიერთი ოფიციალური პირი ღიად გამოვიდა ამ პროექტის წინააღმდეგ. მაგალითად ბრიტანული კონტრ–დაზვერვის MI–5-ის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა სტელა რიმინგტონმა განაცხადა, რომ ეს პირადობის მოწმობები ვერ იქნება გარანტი ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. აღმოჩნდა, რომ ათასობით მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები ხელმისაწვდომი იქნებოდა 265 სამთავრობო დეპარტამენტისა და 48 ათასი აკრედიტირებული კერძო კომპანიებისათვის.
      შემდგომში ხელისუფლების სათავეში კონსერვატორები და ლიბერალ–დემოკრატები მოექცნენ, რომელთაც აღნიშნული პროექტი შეაჩერეს. ბრიტანეთის მოქალაქეები თავიანთ საყოფაცხოვრებო პრობლემებს საბანკო ბარათისა და მართვის მოწმობის მეშვეობით აგვარებენ.

www.guardian.co.uk


ინგლისის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ქვეყანაში ელექტრონულ ID საბუთებზე კანონპროექტი გააუქმა - ”ათასი გზა არსებობს ელექტრონული სივრცე რომ შევავსოთ. პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია სხვა მრავალი გზით არის შესაძლებელი. თანხები სჯობს უფრო მნიშვნელოვან სფეროებზე დაიხარჯოს. ჩვენთან არ საჭიროებს ეს ბარათები. თუ უნდათ ამერიკაში - იქ იმუშაოს”.